სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
კენჭაძე, ლევან ფარნაოზის ძე 1949-2022წწ საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი

1949-2022 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კენჭაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

კენჭაძე, ლევან ფარნაოზის ძე 1949-2022წწ საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი

კენჭაძე, ლევან ფარნაოზის ძე (2 თებერვალი 1949 02 დეკემბერი 2022) გენერალ-მაიორი 1997 წლიდან, საქართველოს შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე (1997-1998), საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე (1998-1999), სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი (2000-2002), დაჯილდოებულია 2 ორდენით და 6 მედლით


გენერალ-მაიორი ლევან ფარნაოზის-ძე კენჭაძე  დაიბადა 1949 წლის  2 თებერვალს ქ.თბილისში.

დაამთავრა თბილისის № 1 საშუალო სკოლა,  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.


1973-1975 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში.

1978-1991 წწ. მსახურობდა  სსრკ სამართალდამცავ ორგანოებში.

1991-1992 წწ.  თბილისის ომის დროს, პირადად მისი დამსახურების შედეგად გადაურჩა დაწვას და განადგურებას რუსთაველის თეატრის შენობა, ხოლო რამოდენიმე თანამდებობის პირი ფიზიკურ  ლიკვიდაციას.

1993 წლის 9 დეკემბერს მიენიჭა პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება.

1997-1998 წწ. მუშაობდა შსს-ს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

1998-1999 წწ.  მსახურობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ.

 1999-2002 წწ. მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად.

2002 წელს დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალების რეზერვში.

სააკაშვილის რეჟიმის დროს, 2004 წელს გამოძიება ედავებოდა მას იარაღთან  დაკავშირებულ მაქინაციას,უფრო ზუსტად იარაღის ჩამოწერასა და  გაქრობას.

ჰქონდა მიღებული წერილობითი მადლობა და სამახსოვრო საჩუქარი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო  სამმართველოს დირექტორ ჯონ ტეფტისაგან.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2020
ბოლო რედაქტირება 02.12.2022
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0