კაპანაძე ვახტანგ მიხეილის ძე (17 აგვისტო 1960) დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.
ბრიგადის გენერალი (2004), გენერალ-მაიორი (2013) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი (2013-16). „ღირსების“ ორდენის პირველი კავალერი (1992).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით; უკრაინის ნაციონალური თავდაცვის აკადემია; აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯი. გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს აკადემიაში; მარშალის სახელობის უსაფრთხოების შესწავლის ეროვნულ ცენტრში(გერმანია); აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამაგისტრო სკოლაში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში; იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი; დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე. 2013 წლიდან არის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. გენერალი.
წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.250
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
- სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი (შემდგენელი). - თბილისი, 2013. - 127გვ.