რევაზ მიშველაძე (1940) დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ ბაბუშერაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1964 წელს.
1964–66წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1966–2006წწ. მუშაობდა თსუ–ში ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ. 1987–1990წწ. იყო ჟურნალ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი, 1993–1999წწ. ჟურნალ "ნუგეშის" მთავარი რედაქტორი; "მწერლის გაზეთი"-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და ტექნიკური უნივერსიტეტის კულტუროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაციები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1970-)
- საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მოადგილე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2009 - ქართული კულტურის ამაგდარი
- 1999 - ღირსების ორდენი
- მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
- ავეთიკ ისააკიანის სახელობის პრემია
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
- ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
- ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
- ქართული პროზის რაინდი
ბიბლიოგრაფია
- ჩემი ცრემლი და სიყვარული : ნოველები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი-ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2004. - 435გვ.. - ISBN: 99940-27-48-4
- რჩეული ნოველები (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2001. - 514გვ.
- უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998. - 460გვ.. - ISBN: 99928-56-07-6
- ახალი ნოველები (ავტორი). - თბილისი, საქ. წიგნ. მოყვ. საზ-ბა, 1992. - 334გვ.
- ეპოქა და თანამედროვე მწერლის როლი (ავტორი). - თბილისი, საქ. საზ. "ცოდნა", 1990. - 32გვ.
- განაჩენი : ნოველები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 560გვ.
- ცხელ გულზე დაწერილი პიესები (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989. - 194გვ.
- ჯაჭვი : ნოველები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 439გვ.
- გზა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1984. - 328გვ.
- გალიაში რომ გაგზარდე... : ნოველები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 469გვ.
- შენ ჩემთვის რა გატირებდა : კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979. - 337გვ.
- ქართული საბჭოთა პოემა : სერია 6. N2. ახალგაზრდობა. ლიტერატურა და ხელოვნება (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ საზ-ბა ცოდნა, 1973. - 82გვ.
- ქართული სატირული ჟურნალისტიკა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1971. - 169გვ.
- შიგნიდან გატეხილი ციხე : იუმორისტული მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ს გამ-ბა, 1964. - 63გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000524/
გ |