მურად მთვარელიძე (1953) დაიბადა ქალაქ ხაშურში. დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან. მისი ლექსები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ალმანახებსა და ჟურნალებში: "პირველი სხივი", "სათავე", "ცისკარი", "მაცნე" და სხვა; ასევე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა და პრესის ფურცლებზე. 2011 წელს მონაწილეობდა იუნესკოს ხელოვნების, ლიტერატურის და მეცნიერების კლუბის II საერთაშორისო ლიტერატურულ კონგრესში საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ ატალანტში. მისი ნაწერები თარგმნილია უკრაინულ, ინგლისურ, სომხურ, ბერძნულ ენებზე. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს - სადოქტორო დისერტაცია. არის ეღიშე ჩარენცის სახელობის პრემიის მფლობელი (2007), ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის პრიზიორი (2012), საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ მინიჭებული აქვს "ქართველ რაინდთა წოდება" (2006), ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია უკრაინის რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელით (2013).
წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2004-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2017 - ქ. ხაშურის საპატიო მოქალაქე (2017-)
- 2013 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- 2013 - დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალი
- 2003 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
- 1999 - ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ლიტერატურული წერილები : 6 წიგნად (ავტორი) // წ. 1. - ხაშური, ხაშურის სტამბა, 2015. - 398გვ.. - ISBN: 978-9941-0-7070-9
- ხიბლი ადგილის დედისა : კრებული (ავტორი). - ხაშური, 2014. - 240გვ.. - ISBN: 978-9941-9124-7-4
- ტყვიის პრემია : რომანი (ავტორი). - გორი, ფარნავაზი, 2013. - 154გვ.. - ISBN: 978-9941-9288-4-0
- ყიფიანები (ავტორი). - თბილისი, ცის ნამი, 2008. - 197გვ.
- წიწამურიდან წიწამურამდე : პუბლიცისტური პოემა : ეძღვნ. ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 და სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავს (ავტორი). - თბილისი, ცის ნამი, 2007. - 48გვ.. - ISBN: 978-99928-63-62-6
- ლესია უკრაინკას ბიბლიოთეკა-მუზეუმი სურამში = Библиотека-музей Леси Украинки в Сурами = Lesya Ukrainka librari-museum in Surami : ფოტომოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ცის ნამი, 2004. - 42გვ.. - ISBN: 99928-63-86-2
- მათი პოეზიის მუზა : კრებული (ავტორი). - თბილისი, ცის ნამი, 2002. - 232გვ.. - ISBN: 99928-63-48-X
- მოჰყევ დავითის მცნებასა : ქართველ მწერალთა გამონათქვამები სწავლა-აღზრდაზე (შემდგენელი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1993. - 52გვ.
- აკაკი წერეთლის აფორიზმები და გამონათქვამები (შემდგენელი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1990. - 109გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014295/