სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო
ვახტანგ სეხნიაშვილი 1922-2014წწ  გარდ. 92 წლის. საფრანგეთის ეროვნული გმირი, 1944 წლის 18 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ქალაქ კარმოს გათავისუფლებისათვის...ბრძოლაში, სადაც ხალხმა ხელში აიტაცა და საპატიო მოქალაქეც გახდა. დაბ. თელავი, კახეთი ვახტანგ სეხნიაშვილი 1922-2014წწ  გარდ. 92 წლის. საფრანგეთის ეროვნული გმირი, 1944 წლის 18 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ქალაქ კარმოს გათავისუფლებისათვის...ბრძოლაში, სადაც ხალხმა ხელში აიტაცა და საპატიო მოქალაქეც გახდა. დაბ. თელავი, კახეთი ვახტანგ სეხნიაშვილი 1922-2014წწ  გარდ. 92 წლის. საფრანგეთის ეროვნული გმირი, 1944 წლის 18 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ქალაქ კარმოს გათავისუფლებისათვის...ბრძოლაში, სადაც ხალხმა ხელში აიტაცა და საპატიო მოქალაქეც გახდა. დაბ. თელავი, კახეთი

1922-2014 წწ. გარდ. 92 წლის

ბმულის კოპირება

1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო

გვარი სეხნიაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ვახტანგ სეხნიაშვილი 1922-2014წწ გარდ. 92 წლის. საფრანგეთის ეროვნული გმირი, 1944 წლის 18 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ქალაქ კარმოს გათავისუფლებისათვის...ბრძოლაში, სადაც ხალხმა ხელში აიტაცა და საპატიო მოქალაქეც გახდა. დაბ. თელავი, კახეთი

ვახტანგ სეხნიაშვილი (Vakhtang Sekhniashvili) დაიბადა 1922 წლის 14 დეკემბერს. თელავში. 


1942 წელს უკრაინის ფრონტზე ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მოხვდა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც საბჭოთა ტყვეებს მაღაროებში ამუშავებდნენ და საიდანაც გაიქეცა. პოლონელ გაქცეულ ჯარისკაცთა მეშვეობით წინააღმდეგობის მოძრაობას დაუკავშირდა. შემდეგ შეუერთდა მუშათა და ემიგრანტთა პარტიზანულ მოძრაობას, რომელმაც არაჩვეულებრივი საგმირო საქმეებით გამოჩინა თავი.

1944 წლის 4 აგვისტოს ღამეს ხელმძღვანელობდა ოპერაციას 161 ქართველი ტყვის გასათავისუფლებლად. გათავისუფლებული ქართველი ჯარისკაცები აღნიშნული პარტიზანული მოძრაობის 4214-ე რაზმს შეუერთდნენ შემდეგ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ქართული ბატალიონის მთავარ ძალას წარმოადგენდნენ ვახტანგ სეხნიაშვილის მეთაურობით.

ამ ღირსშესანიშნავ ქმედებას მოჰყვა ინტენსიური რეპრესიები, რომლის განმავლობაშიც მოკლეს წინააღმდეგობის მოძრაობის 30 მონაწილე, დაწვეს და დახვრიტეს ათიოდე მოქალაქე. დიდი გმირობა გამოჩინა, როდესაც მოახერხა  ამხანაგების გაქცევა და ალყის გარღვევა.

1944 წლის 18 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ქალაქ კარმოს გათავისუფლებისათვის...ბრძოლაში, სადაც ხალხმა ხელში აიტაცა და საპატიო მოქალაქეც გახდა.


მიენიჭა საფრანგეთის არმიის კაპიტნის წოდება, მაგრამ არ გააგრძელა სამხედრო კარიერა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, რითაც პატრიოტიზმი და ერთგულება დაამტკიცა. საქართველოში ჯერ გმირად, ხოლო 1947 წლის პოლიტიკური წმენდის დროს « იმპერიალიზმის აგენტად » იქენა გამოცხადებული და 20 წლით პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობას თავი დააღწია 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ.



ყველა ამ განსაცდელის მიუხედავად შესძლო პირველი და მეორე სამშობლოს, საქართველოსა და საფრანგეთის ერთგული დარჩენილიყო. 

ციხიდან გამოსულმა ვახტანგ სეხნიაშვილმა აკადემიკოს ვიქტორ კუპრავას დახმარებით შეძლო უნივერსიტეტში აღდგენა. ერთ-ერთი თანამებძოლის ფრანგი მეუღლე კი დაეხმარა იმაში, რომ საფრანგეთის მთავრობა დაინტერესებულიყო ქართველი პარტიზანების ვინაობით. 
მოგვიანებით კი, ფრანგულ ”ლე მონდში” გამოქვეყნებულმა სტატიამ ვახტანგ სეხნიაშვილზე მთელი ფრანგული საზოგადოება აალაპარაკა.


”ინგლისელებმა გაიარეს, ფრანგებმა გაიარეს და, ბოლოს, ჩვენმა ასეულმაც გაიარა. ეს დე გოლი დაინტერესდა - ტრიბუნაზე იდგა, ჩვენ დაბლა ვიყავით: პოლკის მეთაური, შტაბის უფროსი, მე - და იკითხა, ესენი ვინ არიანო? ესენი ”სოვეტიკები” არიან, აქ დგანანო. მაგათი ხელმძღვანელები სად არიანო? აი, დაბლაო. აგვიყვანეს მაღლა. აგვიყვანეს ტრიბუნაზე. ხელი ჩამოგვართვა და მადლობა გადაგვიხადა.”



”კომენდანტი ვანია”, იგივე ვახტანგ სეხნიაშვილი, საფრანგეთის მთავრობამ 2005 წელს ყველაზე საპატიო ჯილდოთი - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით - დააჯილდოვა. ამასთანავე, ვახტანგ სეხნიაშვილი ერთბაშად ოთხი ფრანგული ქალაქის საპატიო მოქალაქეცაა. მაგრამ ყველა ქალაქს მას მაინც თავისი მშობლიური თელავი ურჩევნია. საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის ერთადერთ ქართველ კავალერს, 86 წელს მიტანებულ ვახტანგ სეხნიაშვილს, ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება აქვს. მას დღემდე მიაჩნია, რომ გმირებს გარემოება ქმნის და რომ გამარჯვება მხოლოდ მოთმინებით მიიღწევა.

1960 წელს კი მოხდა მათი რეაბილიტაცია. თუმცა ვახტანგ სეხნიაშვილსა და მის თანამებრძოლებს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა ჩამორთმეული ფრანგული ორდენები და მედლები აღარ დაუბრუნა. ოჯახთნ ვიზიტის დროს შევმატეთ მხოლოდ ერთი ფოტო, სამწუხაროდ დამატებითი ცნობები არ გაგვაჩნია. გარდაიცვალა დაახლოებით  2010-2014 წლებში. დაკრძალულია თელავში.

დავით ფეიქრიშვილი 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 02.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0