სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
 გიორგი კუპრეიშვილი 1954წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კუპრეიშვილი სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

391       ბეჭდვა

გიორგი კუპრეიშვილი 1954წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა

კუპრეიშვილი, გიორგი ალექსანდრეს ძე (14 იანვარი 1954) გენერალ-მაიორი 2000 წლიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 1-ლი მოადგილე (1983-1994), დაჯილდოებულია 1 ორდენით და 3 მედლით


გიორგი ალექსანდრეს-ძე კუპრეიშვილი

(დ.14.01.1954)

გენერალ-მაიორი (30.11.2000)

დაიბადა ქ.ბათუმში.

1971-1977 წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში;

1977-1978 წწ. მუშაობდა ქ.ქუთაისის მცირე გაბარიტიანი სატრაქტორო ქარხნის ინჟინერ- კონსტრუქტორად;


1978-1981 წწ. მუშაობდა საქართველოს კვეების მრეწველობის კვლევითი ინსტიტუტის

ბათუმის ფილიალის ინჟინერ-კონსტრუქტორად;

1981-1982 წწ. სწავლობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების მინსკის უმაღლეს

სასწავლებელში;

1982-1984 წწ. მსახურობდა სსრკს ახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ვოლგოგრადის

სამმართველოს ქ.კამიშინის საქალაქო განყოფილების ოპერატიულ

თანამშრომლად;

1985-1986 წწ. მსახურობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ვოლგოგრადის

სამმართველოს მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროს

ოპერატიულ თანამშრომლად;

1986-1989 წწ. იმყოფებოდა აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის

კადრების განკარგულებაში;

1989-1991 წწ. მსახურობდა აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის

მე-3 განყოფილების უფროს ოპერატიულ თანამშრომლად;

1988 სწავლობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კიევის უმაღლესი სასწავლებლის

კურსებზე;

1991-1996 სწავლობდა და დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის

პედაგოგიური ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

1991-1992 წწ. მსახურობდა აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროები სკომიტეტის

მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილედ;

1993 წელს მსახურობდა აჭარის ა/რ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის

ტერიტორიული უსაფრთხოების ბიუროს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილედ;

40

1993-1994 წწ. მსახურობდა აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს

მე-4 განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად;

1994 წელს იმყოფებოდა აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს

კადრების განკარგულებაში;

1994-1996 წწ. მსახურობდა აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის

მოადგილედ;

1994 წლის 18 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1996-2004 წწ. მსახურობდა აჭარის ა/რს ახელმწიფო უშიშროების მინისტრის

პირველ მოადგილედ;

2004-2005 წწ. გადაყვანილ იქნა საქართველოს უშიშროების სამინისტროს

კადრების სამმართველოს განკარგულებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 იანვრის 134

ბრძანების საფუძველზე დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით "საჯარო

სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის

შესაბამისად დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

2004 წლის 5 მაისს იქნა დაკავებული საქართველოს პრეზიდენტზე ტერაქტისა

და ჟურნალის ტვახტანგ კომახიძის ძარცვის დაცემის გამო, ჟურნალისტური

საქმიანობის ხელშეშლის მცდელობის ორგანიზების ფაქტზე , ხოლო გაასამართლეს

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, რაც გამოიხატა

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო მოსმენებში, პატიმრის უკანონო

პატიმრობაში ყოფნისათვის და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ხელისუფლების ცვლილების შემდგ 2012 წლის ნოემბერში საქართველოს

პროკურატურამ მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო ხელახალი გამოძიება

მისი უკანონო პატიმრობასა და მის მიმართ ცალკეულ საჯარო მოხელეთა

მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დანაშაული

გათვლისწინებული საქართველო სსსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მის მიმართ ბრალდების 6 ეპიზოდზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენების

გადახედვისას, ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებების

გაანალიზების და შეფასების შემდეგ, მთავარი პროკურატურა მივიდა იმ

დასკვნამდე, რომ არა თუ არ არსებობს გიორგი კუპრეიშვილის მიერს ისხლის

სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გონივრულე

ჭვს მიღმა სტანდარტი, არამედა რსებობს მაღალი ალბათობა პოლიტიკური

ნიშნით მისი განზრახ უკანონო დაკავებისა და მსჯავრდების შესახებ.

2018 წლის აპრილში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაიგზავნა ქუთაისის

სააპელაციო სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს ამჟამად მისი განხილვა.

არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია მედლით,,მხედრული

მამაცობისათვის,, (1995) და ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საპატიო

თანამშრომლის,, სამკერდე ნიშნით. (1997).

ცხოვრობს ბათუმში.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0