სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
 შალვა ზურაბის ძე ელიავა 1883-1937წწ სახალხო კომისარი. სოფ.ღანირი სამტრედია, იმერეთი.
ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი ელიავა სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

შალვა ზურაბის ძე ელიავა 1883-1937წწ სახალხო კომისარი. სოფ.ღანირი სამტრედია, იმერეთი.

ელიავა შალვა ზურაბის ძე (30 სექტემბერი 1883-1937)  სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი (08/03/1921-14/11/1923)  


1904 წლიდან იყო რსდმპ წევრი. 1917 წლის მარტიდან დეკემბრამდე იყო ვოლოგდის გუბერნიის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პირველი თავმჯდომარე. 1918 წლის იანვარ-არილში იყო ამავე გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წლის 10 აორილიდან 11 აგვისტომდე იყო ბოლშევიკთა აღმოსავლეთ ფრონტის სამხრეთ დაჯგუფების სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამხედრო საბჭოს წევრი.


1919 წლის 8 ოქტომბრიდან 1922 წლის 30 აგვისტომდე იყო მოსკოვის მთავრობის მიერ შექმნილი თურქესტანის უმაღლესი მმართველობითი ორგანოს, თურქკომისიის თავმჯდომარე. საბჭოთა რუსეთის სახელით მონაწილეობდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მოძრაობასთან მოლაპარაკებებში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მივლინებული იყო მე-11 წითელი არმიის წევრად და ნაჩქარევად შექმნილი საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. რამდენადაც რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, ელიავა ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობებს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იყო საქართველოს სსრ-ს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, ხოლო 1922-23 წლებში იგივე თანამდებობა ეკავა ამიერკავკასიის სფსრ-ში. 1923-27 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1931-36 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო 1936-37 წლებში — მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0