ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე (დ. 25 იანვარი, 1928, მამათი, დღევანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი)
თავდაცვის მინისტრი (12/02/1994-25/04/1994)— ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი მამათი.
დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1959 წელს.
1957-1961წწ. იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961-1964წწ. - კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964-1965წწ. იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972წწ. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად. 1985 წელს იგი სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა. 1991 წელს, მ. გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა კავშირის დაშლა, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. 1992 - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, 1995-2003წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- კოპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტი, წევრი (1976-)
- საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიურო, წევრი (1985-1990)
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, თავმჯდომარე (1995-2002)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1999 - თავად იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი (უკრაინა)
- 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- 1985 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1981 - სოციალისტური შრომის გმირი
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- ლენინის 5 ორდენი