ბაჩანა (ბაჩო) ახალაია (დ. 24 ოქტომბერი, 1980, ზუგდიდი, საქართველო) 28 აგვისტო 2009 – 4 ივლისი, 2012 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე.
2004 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2003-2004 წლებში ასოციაცია „თავისუფლების ინსტიტუტის” პროექტის კოორდინატორი იყო; 2004-2005 წლებში — სახალხო დამცველის მოადგილე; 2005-2008 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი; 2008-2009 წლებში — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ხოლო 2009 წლის 28 აგვისტოდან 2012 წლამდე თავდაცვის მინისტრი იყო. 2012 წლის 4 ივლისს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა იმავე წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, საზოგადოებაში მისი გათავისუფლების მოთხოვნა აგორდა. შედეგად, 20 სექტემბერს, ახალაიამ თანამდებობა დატოვა.
ბაჩო ახალაია საქართველოს სახალხო დამცველისა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ადამიანის უფლებების, მათ შორის პატიმრების, ხელყოფაშია დადანაშაულებული. მასვე ადანაშაულებენ 2006 წლის 27 მარტს, ორთაჭალის ციხეში მომხდარი ბუნტის პროვოცირებასა და 2012 წლის სექტემბრის მოვლენებში, რაც გლდანის ციხეში პატიმრების წამებას უკავშირდებოდა.[1][2][3][4][5][6]
ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.