სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
დიმიტრი შაშკინი 1975წ თავდაცვის მინისტრი. თბილისი.
ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი შაშკინი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

68       ბეჭდვა

დიმიტრი შაშკინი 1975წ თავდაცვის მინისტრი. თბილისი.

დიმიტრი შაშკინი (დ. 8 აგვისტო1975თბილისი) — საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 4 ივლისიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე1992-1993 წლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. 1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში. 1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.



1997-98 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) დირექტორის თანაშემწედ. 


1998 წლიდან მუშაობდა აშშ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2008 წლიდან იყო IRI საქართველოს პროგრამის დირექტორი.

1998-2008 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგში და მენეჯმენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად. 2009 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.05.2023
სულ რედაქტირებულია 1