თამაზაშვილი თამაზ ალექსანდრეს ძე(2 თებერვალი 1957) დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტი 1985 წელს.
1996–2001 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი, 2001–2002 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2002–2004 წლებში საქართველოს ავტოინსპექციის უფროსის მოადგილე. პოლიციის გენერალ-მაიორი (2000).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.453
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკი
- 2000 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
- 1998 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- 1982 - სსრკ ჩემპიონი ხუთჭიდში
- 1978 - სპორტის ოსტატი (ძიუდო)