სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10688

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გოგი ალექსი-მესხიშვილი 1941წ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მესხიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

გოგი ალექსი-მესხიშვილი 1941წ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

გოგი ალექსი-მესხიშვილი (დაბ.1941)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1967 წელს (ფერწერა, დეკორაციული მხატვრობა).

1971 წლიდან იყო შ. რუსათაველის სახელობის დრამატული თეატრის, კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი; 1975 წელს აირჩა რუსთაველის თეატრის მთავარ მხატვრად, სადაც ორმოცამდე სპექტაკლი გააფორმა, საუკეთესო ნამუშევრებია ბერტოლდ ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", "სეჩუანელი კეთილი ადამიანი",  კარლო გოცის "ქალი-გველი", უილიამ შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "როგორც გენებოთ, ანუ შობის 12 ღამე"; 1986–1995წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; 1995 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს დორტმუდში(აშშ), არის დორტმუდის კოლეჯის პროფესორი; შექმნილი აქვს: ქართული მუსიკალური სპექტაკლები – "...და არს მუსიკა"(1984, გ. ყანჩელი), "აბესალომ და ეთერი"(1986); მიუზიკლები – "სანამ ურემი გადაბრუნდება"(1973, გ. ცაბაძე), "ჩემი გული აქაა"(1977, გ. ცაბაძე, ოდესა); ბალეტი – "ქორეოგრაფიული სიუიტა"(1976, ო. თაქთაქიშვილი); ფერწერა მუსიკალურ თემებზე – "არლეკინი"(1971),


"ნატურმორტები ნალერინებით"(1978–1993), კომპოზიტორ გ. ყანჩელის პორტრეტი(1984), მუსიკისმცოდნე რ. ქუთათელაძის პორტრეტი (1986); მხატვრული კინოფილმი – "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1985); მონუმენტურ–დეკორაციული ხელოვნება – კომპოზიტორთა სახლი ბორჯომში (1985); სხვა მუსიკალური სპექტაკლები – "დონ ჟუანი"( 1983, მოცარტი), "ბალ–მასკარადი" (1989, ვერდი), "ევგენი ონეგინი"(პ. ჩაიკოვსკი), "კარმენი" (ბიზე); თეატრალური დეკორატორი. მიღებული აქვს: საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი - წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, ს. ფარაჯანოვის ფილმის "აშუღ-ყარიბი" - მხატვრული გაფორმებისთვის (ევროპული კინოაკადემიის პრემია "ფენიქსი", 1988), მ. თუმანიშვილის სპექტაკლი "დონ ჟუანი" - პრემია საუკეთესო დადგმისათვის (ედინბურგი, 1988), რუსეთის კინოაკადემიის პრემია "ნიკა" (1990), შ. რუსთაველის სახ. თეატრის სპექტაკლი "ზაფხულის ღამის სიზმარი" - მხატვრული გაფორმებისთვის ედინბურგის ფესტივალის კრიტიკოსების პრემია (1994), ვაშინგტონის თეატრი "სინეტიკი"-ს სპექტაკლი "ჰამლეტი-სიჩუმე" - მხატვრული გაფორმებისთვის ჰელენ ჰეისის სახელობის პრემია (აშშ, 2003), საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები (1973, 1985, 1987, 1998).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 20; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 8

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1979 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო არტისტი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0