სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ელგუჯა ამაშუკელი 1928-2002წწ. მოქანდაკე, მხატვარი წარმ. სოფ. ამაშუკეთი ხარაგაული

1928-2002 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ამაშუკელი სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

137       ბეჭდვა

ელგუჯა ამაშუკელი 1928-2002წწ. მოქანდაკე, მხატვარი წარმ. სოფ. ამაშუკეთი ხარაგაული

ელგუჯა დავითის ძე ამაშუკელი (დ. 22 აპრილი1928თბილისი ― გ. 10 მარტი2002)



— ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1981-1996 წწ.). თბილისის საპატიო მოქალაქე (1981).

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.



დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს.

1955 წლიდან ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას, ABI -ს და IBC -ს მიერ აღიარებულია 1998 წლის, 1999 წლის, 2000 წლის ადამიანად, მისი გვარი შეტანილია აშშ და Cambridge Biographical centre-ში 1997, 1998 წწ. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ქართლის დედა" (1958), ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959), დიდების მონუმენტი (1965), თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "რუსთაველის" პორტალის რელიეფი (1965), რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან (1957-1958), ბარელიეფი "თბილისის 1500 წელი" (1958), ქანდაკება "რევოლუცია" (1966, ბრინჯაო), რ. ერისთავის (1974), ნ. ფიროსმანიშვილის (1975) ძეგლები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ., 1975.-გვ.350


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-2002)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1981-1996)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • სსრკ სახალხო მხატვარი
  • საქართველოს სახალხო მხატვარი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

ამაშუკელი აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ ამაშუკეთში. ბეჟანა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ „მამეკელ, რომ მამივიდა ამაშუკელის ყმა არის, ჩვიდმეტი წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შევრთე, დავასახლე“. ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ სოკრატეს ძე 1853 წელს პორუჩიკის წოდებით ჩარიცხეს ნოვოროსიისკის დრაგუნთა  პოლკში. 1856 წელს გადაიყვანეს პერიასლავის დრაგუნთა პოლკში.


ამაშუკეთი (ყოფ. ციხისძირი[2], ამაშუკეთი[3]) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემი). მდებარეობს მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 440 მეტრი. ხარაგაულიდან 32 კილომეტრი. სოფელში არის საშენი ქვის კარიერი, შუა საუკუნეების ორი ეკლესია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 05.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ამაშუკელი - გვარის 9 ღვთისმსახური

1 0

ზაქარია ამაშუკელი ვასილის ძე (1862-1920 შემდ.), რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. ამაშუკეთი ხარაგაული იმერეთი

2 0


ზაალ ამაშუკელი 1971-93წწ დაკარგ. 22 წლის, ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი

4 0