დეკანოზოვი, ვლადიმერ გიორგის ძე (5 ივნისი 1898-1953) ვლადიმერ დეკანოზოვი -შსს მინისტრი 10/04/1953-09/07/1953 გენერალ-ლეიტენანტი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში (1940-1941),სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1937-1938), სსრკ საგარეო საქმეთა სახკომის მინისტრის მოადგილე (1939-1947), სსსრ შს მინისტრი (1953), რეპრესირებულია 1953 წელს დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.
სწავლობდა სარატოვის, ბაქოს უნივერსიტეტებში.
საქართველოში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა; 1927 წელს იყო საქართველოს კპ(ბ) ცკ–ის პასუხისმგებელი ინსტუქტორი; 1931-1934წწ. საქართველოს კპ(ბ) ცკ–ის მდივანი; 1934-1936წწ. განყოფილების გამგე; 1940-1941წწ. სსრკ ელჩი გერმანიაში; 1946-1947წწ. მუშაობდა სსრკ სამინისტროს საბჭოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1953 წლის 10 აპრილიდან დაინიშნა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრად; იმავე წლის ივნისში რეპრესირებულ იქნა ლ. ბერიას საქმესთან დაკავშირებით; საბჭოთა გენერალ–ლეიტენანტი (1945), საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1943).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.361
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1938 - სახელმწიფო უშიშროების III რანგის კომისრის წოდება