გვენცაძე რომან ლევანის ძე(6 აპრილი 1945-2017) შსს მინისტრი 06/01/1992-24/11/1992 დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით 1971 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1986 წელს.
1962-1963წწ. მუშა, მთავართბილმშენის N3 სამშენებლო სამმართველო; 1963-1964წწ. ლაბორანტი, საქართველოს ელექტრომშენი, 1964-1966წწ. ელექტროშემდუღებელი, ნავთლუღის პურპროდუქტების ბაზა; 1966-1967წწ. მუშა, თბილმშენის N2 სამშენებლო სამმართველო; 1967-1968წწ. მშენებელი ოსტატი, თბილმშენის N4 სამშენებლო სამმართველო; 1972-1974წწ. საქართველოს მეცნ. აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი, ინჟინერი; 1974-1980წწ. საქართველოს შსს სისხლის სამართლის ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ქვეგანყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე; 1980-1985წწ. სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი; 1985-1987წწ. საქართველოს შს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1987-1989წწ.
საქართველოს შს სამმართველოს უფროსი; 1989-1991წწ. საქართველოს შს მინისტრის მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილე; 1992-1993წწ. საქართველოს შს მინისტრი; 1994-1995წწ. საქართველოს შს მინისტრის მოადგილე; 1993-1994წწ. საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი. ამავე წლებში მუშაობდა შსს პოლიციის აკადემიის რექტორად. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი, კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე. მილიციის გენერალ-მაიორი. დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მედლით "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში სანიმუშო სამსახურისათვის" (1996).