სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ვანო ასკურავა 1918-2002წწ, მხატვარი, დაბ. სოფ. ქვირი, ლანჩხუთი, გურია.

1918-2002 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ასკურავა სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ვანო ასკურავა 1918-2002წწ, მხატვარი, დაბ. სოფ. ქვირი, ლანჩხუთი, გურია.

ვანო ასკურავა (1918-2002)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვირი, ლანჩხუთის რაიონი(ყოფილი ოზურგრთის მაზრა). 

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1939 წელს.

1940 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მხატვარი. მხატვრულად გააფორმა ოპერები: ჯ. ვერდის "ოტელო" (1949), ზ. ფალიაშვილის"ლატავრა" (1950), "დაისი" (1957), "აბესალომ და ეთერი" (1964), ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" (1950), ა. რუბინშტეინის "დემონი" (1950), პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა" (1951), მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"  (1954),


ა. ბოროდინის "თავადი იგორი"(1956), დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი" (1957), ს. ცინცაძის "განდეგილი" (1972) და სხვ. ბალეტები: ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1945), დ. თორაძის "მშვიდობისათვის" (1953) და სხვ. ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"(1957, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი). მიღებული აქვს დრამატული თეატრების საკავშირო კონკურსის პრიზი, ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობის" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი) სპექტაკლის გაფორმებისთვის (1957). თეატრის მხატვარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1975.-გვ. 636

ჯილდოები, პრემიები და პრიზები


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 09.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0