სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალექსანდრე ბანძელაძე 1927-1992წწ.  მხატვარი, რუსეთი, ქ. ტულუნი.

1927-1992 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბანძელაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ალექსანდრე ბანძელაძე 1927-1992წწ. მხატვარი, რუსეთი, ქ. ტულუნი.

ალექსანდრე ბანძელაძე (1927-1992)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტულუნი, ირკუტსკის ოლქი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1963 წელს.


1942–1947ццю სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში.  შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოებები. ძირითადი ნამუშევრებია: გ. ტაბიძის(1951), დ. ჭიჭინაძის(1952) და ნ. ჩიქოვანის(1957) პორტრეტები. ილუსტრაციების სერიები: "არსენას ლექსი"(16 ფურცელი), რ. კიპლინგის "მაუგლი" (104 ილუსტრაცია, 1960) და სხვ. კედლის მხატვრობის ნიმუშებიდან აღსანიშნავია: "ჩვენი სოფელი"(უნივერსამი, თბილისი, 1976), "არგონავტები"(გულრიფში, 1977), "საქართველოს სამოთხე"(საქართველოს საპატრიარქო, თბილისი 1978-1979), 1979–1988წწ. ალექსანდრე ბანძელაძემ მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია. ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.350

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1968 - მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენის პრიზი(ლაიფციგი), წიგნის "არსენას ლექსი" გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის
  • 1966 - ბრნოს საერთაშორისო ბიენალეს პრიზი, წიგნის "არსენას ლექსი" გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1957 - სსრკ სამხატვრო აკადემია, ვერცხლის მედალი, წიგნის "არსენას ლექსი" ილუსტრაციისთვის

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბანძელაძე

1 0

თემურ ბანძელაძე 1954-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაჯითი საჩხერე

2 0