სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11468

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი 1891-1966წწ. მხატვარი. პედაგოგი, ქ. თბილისი.

1891-1966 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბაჟბეუქ სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

368       ბეჭდვა

ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი 1891-1966წწ. მხატვარი. პედაგოგი, ქ. თბილისი.

ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი (1891-1966)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1904 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. დასრულების შემდეგ გაემგზავრა პეტერბურგში. 1911 წელს ჩააბარა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ფოგელის ჯგუფში.

1912 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. 1918 წელს მიიპყრო საზოგადოების ყურადღება ჟურნალ "LʹART"-ის რედაქციის ორგანიზებით გამართული გამოფენით, სადაც ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებიც იყო წარდგენილი. 1918 წელს ბოჰემური კაფე-კლუბი "არგონავტების ნავი" მოხატა ლადო გუდიაშვილთან და კირილე ზდანევიჩთან ერთად. 1919 წლის ოქტომბერში მეორე საშემოდგომო გამოფენაზე 17 ნამუშევარი გაიტანა, მათ შორის, "ყავისფერი ქალები", "მუსიკოსები", "ტირი", "ლადო გუდიაშვილის პორტრეტი" და სხვ. 1922-1929 წწ. ასწავლიდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში, 1929-1938 წწ. კი - სამხატვრო აკადემიაში.


1935 წელს ერევანში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა ფერწერულობით, დახვეწილი კოლორიტითა და ლირიზმით. მთავარი ნამუშევრები: "წისქვილი ორთაჭალაში" (1930), ავტოპორტრეტი (1935, ორივე სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), "მწვანე თუთიყუში" (1933), სურათების ციკლი "ცირკი" (1930-1940), "მიტოვებული" (1942, ყველა კერძო კოლექცია), "საჩუქარი ფრონტისათვის" (1944), "ქალიშვილი ყვავილით" (1946, ორივე - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). სომეხი ფერმწერი. ცხოვრობდა საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.-გვ. 197; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 62

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0