სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მერაბ ბერძენიშვილი (1929-2016), მოქანდაკე, მხატვარი, დაბ. სოფ. ცხემლისხიდი, ოზურგეთი, გურია
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბერძენიშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

68       ბეჭდვა

მერაბ ბერძენიშვილი (1929-2016), მოქანდაკე, მხატვარი, დაბ. სოფ. ცხემლისხიდი, ოზურგეთი, გურია

მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (დ. 10 ივნისი1929დაბ. სოფ. ცხემლისხიდი, ოზურგეთი, გურია — გ. 17 სექტემბერი2016სტამბოლითურქეთი[2]) — ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი.[3] სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1987),[4] საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,[5] თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს.


ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში. ბერძენიშვილის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. ძირითადი ნამუშევრები: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი(1958); მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი"). წარმატებით მუშაობს გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებს წიგნებს, ქმნის დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს. 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2014 წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - "ხელოვნების ქურუმი" გადაეცა; 2015 წელს ქ. ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრს სურათების გალერეას მერაბ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. - გვ. 335-336

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს კულტურის ფონდი, პრეზიდენტი (1994-)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები


2013 - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის

2002 - საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის ჯილდო "XX საუკუნის მიღწევებისათვის"

1995 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)

დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად

1983 - თბილისის საპატიო მოქალაქე

1978 - საქართველოს სახალხო მხატვარი

1976 - სსრკ სახელმწიფო პრემია, მონუმენტი "კიდევაც დაიზრდებიან..."

1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

1960 - მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი, პორტრეტი ქართველი ქალი

ბიბლიოგრაფია

მშვენიერება და სიმახინჯე : წერილები (ავტორი). - თბილისი, 2004. - 272გვ.. - ISBN: 99940-726-9-2

ზარი : ხელოვანის ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1979. - 171გვ.

მერაბ ბერძენიშვილი : ალბომი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1972. - 119გვ.

მადლობა თანამშრომლობისთვის, თეა გენოს ასული სიხარულიძე მცხოვრები სოფელი ბოხვაური, ოზურგეთი 

მადლობა თანამშრომლობისთვის, თინათინ ლიპარის ასული  ღლონტი დაბ. სოფელი დვაბზუ, ოზურგეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.01.2020
ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 3





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0