სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10732

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მანანა ბობოხიძე 1938-2011წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1938-2011 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბობოხიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

მანანა ბობოხიძე 1938-2011წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

მანანა ბობოხიძე (1938-2011)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, თბილისის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტი 1971 წელს.

 მ. ბობოხიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია. მისი ადრეული ნამუშევრები გამოირჩევა რომანტიული, ჩაფიქებული პერსონაჟებითა და მონასმის სისუფთავით. ხალხური მეტაფორული სახეები, ხატწერისათვის დამახასიათებელი მეოცნებე პერსონაჟები,  ოდნავ გადახრილი თავები, მაღალი ყელი, მოქმედების თამამი პოეტური მონტაჟი. პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში, საქართველოს ხელოვანთა სახლში 1973 წელს გაიმართა; შემდგომი გამოფენები: 1981 -  თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკა; 1982 რუსთავი, ქიმიკოსთა სახლი; 1983 მოსკოვის, ხელოვნების მუშაკთა ცენტრალურ სახლსა და ლიტერატორთა ცენტრალურ სახლში; 1984 მოსკოვის მ. ერმოლოვას სახ. თეატრსა და სამხატვრო აკადემიური თეატრ МХАТ-ში; 1985 - კატუარი, კულტურის სახლი; 1985 - დუბნა, მეცნიერების სასახლე; 1985 - ზელინოგრადი, კულტურის სახლი; 1986 - მოსკოვი, ა. ტიმირიაზევის სახ. სოფლის მეურნეობის აკადემია; 1986 - ეკატერინბურგი, ურალმაში, კულტურის სახლი;  1986 -  მოსკოვი, გამომცემლობა "Правда"; 70-80 წლებში მ. ბობოხიძე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც გაიცნეს. მისი შემოქმედების შესახებ იწერებოდა სტატიები გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის ჟურნალებში.


იგი უცხო ქვეყნების დელეგაციებს საკუთარ ნამუშევრებს საჩუქრად აძლევდა. ასე მოხვდა მისი ნახატები საფრანგეთის, რუსეთის, გერმანიის, ესპანეთის, აშშ-ს, შვეციის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, კორეის კერძო კოლექციებში. მისი ნამუშევრები დაცულია არაერთ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში: საქართველოს სახელმწიფო გალერეაში, თბილისში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ეკატერინბურგის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში, ჟურნალ "Советская женщина"-ს რედაქციაში(მოსკოვი), სსრკ-საფრანგეთის მეგობრობის საზოგადოების სახლში(პარიზი), სსრკ-პოლონეთის მეგობრობის საზოგადოების სახლში(ვარშავა). იგი ცნობილი ქართველი პოეტების კალე ბობოხიძისა და ვერა შუბლაძის ოჯახში დაიბადა. იყო ლადო გულიაშვილის ახლო მეგობარი, მუზა და მისი სამხატვრო ტრადიციების გამგრძელებელი. ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარი-მონუმენტალისტი. 2014 წელს ლემონ სტუდიოს მიერ გამოიცა მისი ფერწერული ნამუშევრების ალბომი: "მანანა ბობოხიძე = Manana Bobokhidze = Манана Бобохидзе."

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1970-2011)
  • სსრ კავშირის მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1987 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0