სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ემირ ბურჯანაძე 1937-2014წწ.  დიზაინერი.  მხატვარი. დაბ. თბილისი.

1937-2014 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბურჯანაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ემირ ბურჯანაძე 1937-2014წწ. დიზაინერი. მხატვარი. დაბ. თბილისი.

ემირ ბურჯანაძე (1937-2014)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1964 წელს.

1963–1969წწ. მისმა  სადიპლომო სერიებმა "ხევი" და "შრომის სიმღერები" საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის სამრეწველო გრაფიკის განყოფილების მხატვარ–კონსტრუქტორად. მის მიერ შექმნილი 7 საფირმო ნიშანი შესულია იტალიაში გამოცემული საფირმო და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო კატალოგში. 1973 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი გრაფიკის კათედრასთან არსებული შრიფტის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის უფროსი.


შექმნილი აქვს ქართული სასწავლო, მხატვრული და სარეკლამო შრიფტების ტაბულები, ჩართული ანბანის სრული ციკლი. ემირ ბურჯანაძე არის თბილისის სიმბოლიკის(თბილისის დროშა, გერბი, სიმბოლო, სიმბოლური გასაღები), საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების (დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის, ღირსების ორდენები, მედალი "საბრძოლო დამსახურებისათვის"), თბილისის სამხატვრო კადემიის ემბლემის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კოლეჯის ემბლემის და უმაღლესი ჯილდო ივანე ჯავახიშვილის მედლის, დავით სარაჯიშვილის მედლის და დროშის, საქართველოს სამხედრო საინჟინრო აკადემიის ემბლემის, საქართველოს სასაზღვრო ძალების გერბის, გიორგი მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიის და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ემბლემის, ხალხური მხატვრული წარმოების გაერთიანება "სოლანის" ემბლემის, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრო ემბლემის, სასულიერო აკადემიის და სემინარების სარეკლამო ქვა-ჯვარის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პირადი ნიშნების და ორდენის, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმის ემბლემის, ოთარ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის ემბლემის, ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის უამრავი გამოცემის ავტორი. იგი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი და ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო 10 ლარიანი მონეტების შემქმნელი. წარმატებით მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში. გრაფიკოსი, მხატვარ–მონუმენტალისტი, დიზაინერი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.509

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ხობის საპატიო მოქალაქე
  • 2005 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1990 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ღირსების ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0