სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
რეზოც1936წ. მწერალი, მხატვარი, რეჟისორი , რეგ. იმერეთი, დაბ. ქუთაისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გაბრიაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

რეზოც1936წ. მწერალი, მხატვარი, რეჟისორი , რეგ. იმერეთი, დაბ. ქუთაისი.

რეზო გაბრიაძე (1936)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1964 წელს; 1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

1974-1980წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "არაჩვეულებრივი გამოფენა"(1968), "არ იდარდო"(1968), "სერენადა"(1969),"ბურთი, ხელთათმანი და კაპიტანი"(1969, კინონოველა "ფეოლა" გ. ჩარკვიანთან ერთად), "ქვევრი"(1970), "თეთრი ქარავანი"(1972), "შერეკილები"(1973), "სიყვარულო, ძალსა შენსა"(1975), "ხანძარი, სიყვარული და პომპიერო"(1976, გ. პატარაიასთან ერთად), "მიმინო"(1977, "მოსფილმი"), "დიუმა კავკასიაში(1979, მ. გორკის სახ. კინოსტუდია), "ქინ-ძაძა"(1986, მოსფილმი", გ. დანელიასთან ერთად) და სხვ. ავტორია მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების ციკლისა "გზა"(1974-1978). ამ ციკლში შევიდა ფილმები: "ნიძლავი", "სამი მანეთი", "პეპელა", "იღბალი" და სხვ. რეჟისორ ა. დარსაველიძესთან ერთად გადაიღო ფილმები: "კავკასიური რომანსი"(1975), "ლიმონის ტორტი"(1977) და "მწვერვალთა დამპყრობნი"(1977); გ. თოფურიასთან ერთად - "კოჯრის ტყის სიზმარები"(1978). იგი ავტორია აგრეთვე პიესებისა "ფეოლა" და "ხანუმა პარიზში"(1975). 1981 წელს მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა მარიონეტების თეატრი, რომლის სამხატვრო ნხელმძღვანელიც თვითონაა.


აქ თავისი პიესების მიხედვით დადგა სპექტაკლები" "ალფრედი და ვიოლეტა", "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები", "ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა" და სხვ. 1994-1995წწ. რუსეთის ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია; 90–იან წლებში მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა. 2004 წელს დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა "აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი".  2010 წელს მისი პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული. 2012 წელს მოსკოვში თეატრ  "თეატრალური ხელოვნების სტუდიაში" სპექტაკლ "რამონას" პრემიერა გაიმართა, რომლის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი რეზო გაბრიაძეა. მიღებული აქვს ადელაიდას მოკლემეტრაჟიანი და სატელევიზიო ფილმების II საერთაშორისო კინოფესტივალის II ხარისხის პრემია და ვერსხლის პრიზი "სამხრეთ თანავარსკვლავედის ჯვარი"  ფილმისთვის "სერენადა" (1970); მარ-დელ-პლატის X საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი "კონდორი" ფილმისთვის "არ იდარდო" (1970); ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის III კინოფესტივალის დიპლომი, საუკეთესო სცენარისათვის ("არაჩვეულებრივი გამოფენა"); არის  საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი. 2018 წლის ივლისში გადაეცა ქ. თბილისის მერიის სიგელი - ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. 

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1977.-გვ.521-522

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1989 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0