სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10669

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ელენე აბაზაძე-ჟივიძე 1899-1981წწ.  მსახიობი. დაბ. თბილისი.

1899-1981 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი აბაზაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ელენე აბაზაძე-ჟივიძე 1899-1981წწ. მსახიობი. დაბ. თბილისი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. (8 ივლისი 1899 - 16 ივნისი 1981 ) 


დაამთავრა თბილისის მე-3 გიმნაზია 1917 წელს; შემდეგ სწავლა განაგრძო კონსერვატორიაში, პროფესორ ზელიონის კლასში.

1918 წელს გადავიდა გიორგი ჯაბადარის სტუდიაში, მონაწილეობდა ქართულ კლუბთან არსებულ მუსიკალურ წრეში, რომელიც დგამდა მუსკომედიებს. აქ, ოპერეტა "ვამპუკაში" შეასრულა ვამპუკას პარტია. მონაწილეობდა სასწავლებელში გამართულ საღამოებში(მხატვრული კითხვა, წარმოდგენები, სიმღერები), აგრეთვე გორის სცენის მოყვარულთა წარმოდგენებში და ქართველ მსახიობთა(ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო აბაშიძე, შალვა დადიანი და სხვ.) საგასტროლო წარმოდგენებში. 1919-1920 წლებში შედგა მისი დებიუტი ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასში.


შალვა დადიანის რეჟისორობით ოპერის თეატრში შეასრულა ფერიების დედოფლის როლი(ი. გედევანიშვილის "სინათლე", II ნაწილი) და ჩაირიცხა დასში პროფესიონალ მსახიობად. ელენე აბაზაძე-ჟივიძე იყო ოზურგეთის(1920-1922), ბაქოს(1922-1923), სოხუმის(1923-1924, 1950-1951), თბილისის ქართველ მსახიობთა ამხანაგობის(1924-1925), ზესტაფონის(1925-1926), ზუგდიდის(1927-1928), მუსკომედიის(1937-1938), მცხეთის(1940-1950) თეატრების წამყვანი მსახიობი. 1929-1949 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი, პარალელურად მუშაობდა დუშეთის დრამწრეში(1932-1934). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), კატინა, ლიზა, ხანუმა(ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ხანუმა"), კრუჩინინა(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), თამარი(ნ. შიუკაშვილის "მეგობრობა"), ლია(ე. ჩირიკოვის "ებრაელები"), რუქაია(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოლ-ოლი(ლ. ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა"), დედა(მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ფატი(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან") და სხვ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0