სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დავით აბაშიძე 1924-1990წწ. მსახიობი. დაბ. თბილისი.

1924-1990 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი აბაშიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

დავით აბაშიძე 1924-1990წწ. მსახიობი. დაბ. თბილისი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.( 1 მაისი, 1924 - 26 იანვარი 1990)


1949–1956 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც ითამაშა 20–ზე მეტ პიესაში. პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), როლერი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივის" მიხედვით), გოდუნი (ბ. ლავრენიევის "რღვევა") და სხვ. 1956 წლიდან იყო კინოსტუდია  "ქართული ფილმის" მსახიობი. კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბიჭიკო ("ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილი ("ბაში–აჩუკი", 1956), უშანგი ("მე ვიტყვი სიმართლეს", 1957), დღვირა ("თეთრი ქარავანი", 1963), ალუდა ("ხევსურული ბალადა", 1965), ომარ მარღანია ("მაცი ხვიტია", 1966), სოსანა ("დიდი მწვანე ველი",1967), ბაჩუა ("ტარიელ გოლუა", 1968), თავადი გენერალი ვამეხ ვახვარი ("არ იდარდო"! 1968), მამამზე ერისთავი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), ალექსანდრე ("სინათლე ჩვენს ფანჯრებში",1969), გუჯა ("მეზობლები", 1970), ნიკო ("როცა აყვავდა ნუში", 1972), პოლიციის პრისტავი ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ნესტორ კალანდარიშვილი ("ციმბირელი პაპა", 1973), იასონი ("პირველი მერცხალი", 1975), ირაკლი რაზმაძე ("საქმე გადაეცემა სასამართლოს", 1975),


ექიმი გაბრიელი ("მწვერვალი", 1976), ვარლამი ("რაჭა, ჩემი სიყვარული", 1977), სეთური ("დათა თუთაშხია", 1977), ყვარყვარე ("ყვარყვარე", 1978), სიმონი ("ქორწინება იმერულად", 1979), პაატა პატონიშვილი ("წიგნი ფიცისა", 1983), ოსმან–აღა და მესტვირე ("ამბავი სურამის ციხისა", 1984, ფილმი დაჯილდოებულია პრიზებით საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე), გიორგი ("ფესვები", 1987) და სხვ. სერგო ფარაჯანოვთან ერთად 1984 წელს გადაიღო ფილმი "ამბავი სურამის ციხისა", 1988 წელს კი "აშიკ-ქერიბი". მიღებული აქვს: ამიერკავკასიის რესპუბლიკების (ერევანი) და უკრაინის მეორე კინოფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის -ფილმი "დიდი მწვანე ველი" (1968), მინსკის მეოთხე საკავშირო კიმოფესტივალის დიპლომი და პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1970),  თეირანის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "ოქროს ჯიხვი" , მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "პირველი მერცხალი" (1975), მინსკის სპორტული ფილმების მეექვსე საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "პირველი მერცხალი" (1976), ფრუნზეს მეოთხე საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "პირველი მერცხალი" (1976). თეატრისა და კინოს მსახიობი.დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1949 წელს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0