სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გია აბესალაშვილი 1961წ.  მსახიობი წარმ. სოფ საკაო, ონი, რაჭა.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი აბესალაშვილი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

78       ბეჭდვა

გია აბესალაშვილი 1961წ. მსახიობი წარმ. სოფ საკაო, ონი, რაჭა.

გია აბესალაშვილი დაბადების თარიღი: 3 მარტი, 1961 თბილისში დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1984 წელს.



აბესალომ (ძველი ებრაული) " მამა მშვიდობისა ", " მამა ქვეყნისა "; ან: (სპარსული) " ყვავილნარი ", " ვენახი ". ქართულ ფოლკლორში ეს სახელი ჰქონია უფლისწულს,


რომელსაც შეუყვარდა მწყემსი ქალი ეთერი. ეს ლეგენდა საფუძვლად უძევს ზაქარია ფალიაშვილის ოპერას " აბესალომ და ეთერს ". ამ სახელისაგან წარმოქმნილი გვარებია აბესალაშვილი და აბესლამიძე.
საკაო — სოფელი დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბორცო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლები).


1978-1980 წლებში - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეა. 1979- 1980 წლებში მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გამნათებლად. 1989 წლიდან "კინომსახიობთა თეატრის" მსახიობია, პარალელურად მუშაობდა სპექტაკლების სცენოგრაფიაზე. გადაღებულია ფილმებში: წერილები ბამიდან" (თ. ფალავანდიშვილი, 1980); "ჩემი დეიდა დუდუ" (ი. კვირიკაძე, 1984); "ბრავო ალბერ ლოლიშ" (მ. თავაძე, 1987); "შარვალი", "ქველი"(ვ. კვაჭაძე, 1988); "ოპერაცია ვუნდერლანდი" (ო. კობერიძე, 1988); "დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში" (ლ. გორდელაძე, 1989), "სიბრძნე სიცრუისა" (ნ. ხატისკაცი, 1991); "ოსკარი" (რ. გლურჯიძე, 1995); "ვაგონეტი" (გ. ოვაშვილი, 1996), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" ( ე. ბადურაშვილი, 2003); "ბედნიერება" (ნ. ალექსი-მესხიშვილი, 2009) და სხვ. 


მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის სცენაზე ნათამაშები აქვს ორმოცამდე როლი: "ალუბლის ბაღი" (პიშჩიკი, რეჟ. გიორგი მარგველაშვილი), "ზაფხულის ღამის სიზმარი" (დემეტრიოსი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი),  "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი" (პრემიერი კაცი, რეჟ. გიორგი მარგველაშვილი), ჟან ჟიროდუ "ამფიტრიონი-38" (სოზია, ამფიტრიონის მსახური, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), "ჩვენი პატარა ქალაქი" (თედორე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი),  "რევიზორი" (ქალაქის მერი, რეჟ. ოთარ ეგაძე), "დრაკონი" (ბურგომისტრი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), "ცილინდრი" (ანტონიო, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), "ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" (აპოლონი, რეჟ. გიორგი მარგველაშვილი), "ნეაპოლი" (ფედერიკო, რჟ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი), "დრაკონი" (შარლემანი, რეჟ. გოგა პიპინაშვილი) და სხვა. 1990-1995წწ. იყო გადაცემა "ართ ჰოლის" წამყვანი (ტელეკომპანია "იბერვიზია"), 1996- 2001წწ. მუშაობდა საბავშვო სტუდიაში "ართ ჰოლი", ხოლო 2000 - 2006 წწ. საბავშვო სტუდიაში "თეთრი ფარდა", 2000-2005 წწ. იყო გადაცემა "თეთრი ფარდის" წამყვანი (ტელევიზიის პირველი არხი).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 27.11.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0