სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლადო ალექსი-მესხიშვილი 1857წ. დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მესხიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ლადო ალექსი-მესხიშვილი 1857წ. დაბ. ქ. თბილისი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1881 წელს შევიდა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. 1887–1890 წლებში კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890–1896 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის, 1897–1906 წლებში კი ქუთაისის დრამატულ დასებს.


1905 წელს ლადო ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: (ვ. მონტის "გაიუს გრაკქუსი" და გ. ჰაუპტმანის "ფეიქრები", რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს. 1906-1910 და 1915-1920 წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილი რუსულ სცენაზე მოღვაწეობდა(1907 წლიდან მოსკოვის სამხატვრო თეატრში). 1910–1914 წლებში იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914–1915 წლებში კი ქუთაისის თეატრებს. მისი მნისვნელოვანი როლებია: ლევან ხიმშიაშვილი(გ. ერისთავის "სამშობლო"), გაიოზ ფარავა(ვ. გუნიას "და-ძმა"), სულეიმანი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ჰამლეტი(უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ურიელ აკოსტა(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), კეისარი(უ. შექსპირის "იულიუს კეისარი"), ფრანც და კარლ მოორები(ფ. შილერის "ყაჩაღები"), რუი ბლაზი(ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი") რასპლუევი(ა. სუხოვო-კობილინის "კრეჩინსკის ქორწინება"), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის "რევიზორი") და სხვ. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან ქართული სცენისათვის არაერთი დრამატული ნაწარმოები თარგმნა. 1916–1918 წლებში რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში "მამები და შვილები", "შურისძიების ღმერთი" და სხვ. 1940 წელს ვლადიმერ(ლადო) ალექსი-მესხიშვილის სახელი მიენიჭა ქუთაისის დრამატულ თეატრს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.103


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0