სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
იური გეგეშიძე 1939-2005წწ.  მხატვარი. შკოტოვო. დაბ. სოფელი პრომისლოვკა, რუსეთი.

1939-2005 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გეგეშიძე სია

რუსეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

იური გეგეშიძე 1939-2005წწ. მხატვარი. შკოტოვო. დაბ. სოფელი პრომისლოვკა, რუსეთი.

იური გეგეშიძე (1939-2005)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პრომისლოვკა, შკოტოვოს რაიონი (რუსეთის ფედერაცია).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1967 წელს.

მუშაობდა საქართველოსა და რუსეთის დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში, მათ შორის: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ბათუმის ოპერისა და ბალეტის ბავშვთა სახელმწიფო თატრში, როსტოვის დრამის სახელმწიფო თეატრში, მოსკოვის მუსიკისა და დრამის თეატრში; თანამშრომლობდა რეჟისორებთან: მიხეილ თუმანიშვილთან, გიზო ჟორდანიასთან, ზაზა სიხარულიძესთან, ქორეოგრაფთან გიორგი ალექსიძესთან და სხვ. გაფორმებული აქვს 125-ზე მეტი დრამატული და საოპერო სპექტაკლები; მონაწილეობდა 4 ფილმის შექმნაში;


1995 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი; შექმნილი აქვს ფერწერული კომპოზიციები; გააფორმა თბილსიის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, კინომსახიობთა თეატრის, თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის, თბილისის მუსკომედიის თეატრის, სოხუმის ქართული თეატრის და სხვ. სპექტაკლები. გამოფენები: საქართველოს თეატრისა და კინოს მხატვრები, სეგ (1978), საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება, მოსკოვი (1987), გერმანული ლიტერატურა და მუსიკა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი, ქარვასლა, იმპულსები "დიურერი, გოეთე, ფიროსმანი" თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი (1995), საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, სეგ, თბილისი (1998). ნამუშევრები დაცულია: სეგ, მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 79; bolshoi.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია "ოქროს სოფიტი", მხატვრის საუკეთესო ნამუშევრისთვის
  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


გეგეშიძე

1 0

იობი (ზვიადი) გეგეშიძე დაბ. 1976წ. არქიმანდრიტი დაბ. სამტრედია

2 0

ტარიელ გეგეშიძე 1962-1992წწ 25/08/92წ. გარდ. 30 წლის, აფხაზეთი ავაზა დაბ. სოფ. დიმი ბაღდათი

1 0


ამირან გრიგოლის ძე გეგეშიძე 1961-93წწ გარდ. ბაბუშერა აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭაგანი, სამტრედია

2 0

ვლადიმერ გეგეშიძე დ.1985წ. ახალგ. ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

1 0

1 3 2


არკადი სპირიდონის ძე გეგეშიძე 1902-1974წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0