სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რევაზ მუმლაძე 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთში დაბ. ზესტაფონი, იმერეთი. რევაზ მუმლაძე 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთში დაბ. ზესტაფონი, იმერეთი. რევაზ მუმლაძე 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთში დაბ. ზესტაფონი, იმერეთი. რევაზ მუმლაძე 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთში დაბ. ზესტაფონი, იმერეთი. რევაზ მუმლაძე 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთში დაბ. ზესტაფონი, იმერეთი. რევაზ მუმლაძე 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთში დაბ. ზესტაფონი, იმერეთი. რევაზ მუმლაძე 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთში დაბ. ზესტაფონი, იმერეთი.

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მუმლაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

426       ბეჭდვა

რევაზ მუმლაძე 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთში დაბ. ზესტაფონი, იმერეთი.

რევაზ მუმლაძე 1972-93წწ. გარდ. აფხაზეთში



ინფორმაცია ბესო ბახტიძე სგან(ნათესავი)

რევაზ მუმლაძე დაიბადა 1972 წლის 26 ნოემბერს ქალაქ ზესტაფონში.1990 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ა/კ რკინიგზისზესტაფონის N 7
საშულო სკოლა და იმავე წელს თბილისის სხელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის
სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. როცა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა, რევაზმა დაივიწყა თავისი საყვარელი ყმაწვილკაცური ოცნებები,სიყვარულით გამოწვეული სევდა და სიხარული და 1993 წლის თებერვლიდან მოხალისედ ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-11 ბრიგადის "თეთრი არწივის" ბატალიონში.


მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში,იბრძოდა ოჩამჩირის რაიონში, ლაბრა-ტამიშის (1993 წლის 2-11 ივნისი) მისადგომებთან......ითვლება უგზო უკვალოდ დაკარგულად. ზესტაფონის N7 სკოლას მიენიჭა მისი სახელი
.რევაზის მუმლაძის ჩანაწერები:
  იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩემს წერილს წაიკითხავთ, თბილისიდან შორს ვიქნები.წინაწარ ვიხდი ბოდიშს ჩემი ოჯახის,ახლობლების,მეგობრების წინაშე, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემგან მიღებული გადაწყვეტილება მათთვის მტკივნეული,მოულოდნელი და ამდენად ელდის მომტანი იქნება. წავედი საბრძოლველად აფხაზეთში, საქართველოს ერთიამობისა და კეთილდღეობის დასაცავად, ასეთ მოქმედებას,პატრიოტული გრძნობის (რაშიც იმედია,ეჭვი არ გეპარებათ)  გარდა, სხვა მიზეზებიც ჰქონდა, მე ვიტყვი გამგები გაიგებს.

 

    ადამიანის უპირველესი მიზანი ბრძოლაა თავის თავთან ბრძოლა იმისათვის,რომ რაც შეიძლება მეტი გამოსძალო საკუთარ შესაძლებლობებს. ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ვცდილობდი ასეთ ბრძოლაში გამარჯვებული დავრჩენილიყავი, ვაკეთებდი გაცილებით მეტს, ვიდრე შემეძლო. შედეგიც იყო პირველი ვიყავი სწავლაშიც,სპორტშიც, პირველობას ვცდილობდი ადამიანობაშიც, ჩემს მისწრაფებებს არ ამოძრავებდა პატივმოყვარეობის გრძნობა,მასაზრდოებდა ერთადერთი მიზანი: ვყოფილიყავი იმაზე უკეთესი ვიდრე ვიყავი. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა ვაშკაცური სულის

არსებობისა.მეზარებოდა გზა სხვისი გატკეპნილი,მეზიზღებოდა გრძნობა გათელილი, ტანში მზარავდა არაკაცის თვალები.

 

       არასოდეს,არასოდეს არ მივლია გათელილ ბილიკზე,ყოველთვის ჩემი გზა ვიცოდი,მასზე მივდიოდი, ამ გზაზევე წავედი    და წავალ სხვა დროსაც, ვაკეთებდი ყოველთვის იმას,რასაც ჩემი კაცობა მომთხოვს, და მაშინ, როცა არ მომთხოვს,

 ვინც ჩემს პიროვნებაში ზედმეტ ნაკლებად ჩახედულია იფიქრებს, რომ წამოჭრილ პრობლემებს გავექეცი და არ გამამართლებს. მე მათთვის, ერთს დავძენ :  მე ყოველთვის საკუთარი სიტყვის პატრონი ვარ და ვიქნები,მიუხედავად იმისა,თუ სად,როდის, ვისთან და რა ვითარებაში ვიტყვი. ვაღიარებ იმასაც, რომ დავუშვი შეცდომა, რომელმაც მხოლოდ მე მომიტანა ზიანი, დავკარგე ბევრი, მაგრამ არა რწმენა საკუთარი თავის მიმართ. მინდა გაცილებით ძლიერი ვიყო ვიდრე ვარ დღეს,ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას,ადამიანის მინდ ამჯეროდეს, სულის სიძლიერის მინდა მწამდეს, ვაჭკაცურ სულს მინდა ვცემდე თაყვანს. ყოველივე ამითაა ჩემი მოქმედება განპირობებული. თუ შევძლებ ყველაფერის მოპოვებას-ძლიერი ვიქნები, თუ არა --სიკვდილს ვირჩევდი, რადგან არ მინდა მერქვას ადამიანი და ჩრდილი დავდიოდე.

 

     გარკვეული კუთხით ჩემი საქციელი სისულელე და უსინდისობაა მათ მიმართ, ვისაც ვჭირდები,ვუყვარვად და ვენატრები, მაგრამ ხომ თავს არ ვიკლავ, ისეთივე შანსი მაქვს სიცოცხლის როგორც თქვენ ყველას. მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც, თუნდაც იმისათვის რომ დავრწმუნდე ჩემი გადაწყვეტილების  სიმართლეში. თუ იმ ქვეყანაში მიწევს გადაბარგება არც მაგას ვინანებ, მართალი ვიქნები საკუთარი სულისა და ღმერთის წინაშე.

 

   ვერავინ დავერაფერი გამამაღთლებს დედასთან.ძალიან ვნანობ, რომ დარდს და საფიქრალს გმატებ დედი, მტკივა შენს მაგივრად, მაგრამ არ შემიძლია.ასეთი გავიზარდე და სხვაგვარად არ ძალმიძს.მამა გამიბრაზდება მაგრამ გამიგეს. ძმას არასოდეს არ ესმოდა ჩემი- ახლა მით უმეტეს.

 

მოვრჩი. ყველანი ძალიან მიყვარხართ.

 

Ps. მე დავრბუნდები აუცილებლად.

ჩემი ,,ახსნა-განმარტება“ კონკრეტულად არავის მიმართავს. ოჯახის წევრებო,წააკითხეთ მათ,ვინც დაინტერესდება ჩემით და ვისთვისაც საჭიროდ ჩათვლით ამის ცოდნას.

 

   ისე კი გახსოვდეთ: ,,ბოლომდე დამწვარი სანთლის ნაღვენთი თავისთავად მშვნიაერია და იმ მშვენიერებასაც გვაგონებს, რაც რბილად მოციმციმე, მაგრამ წყვდიადის შემანგრეველი ძალა იყო“.

საიტზე განთავსდა 29/09/2019 წელს

             რევაზ მუმლაძე დაიბადა 1972 წლის 26 ნოემბერს ქალაქ ზესტაფონში.1990 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ა/კ ზესტაფონის #7 საშუალო სკოლა და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.როცა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა,რევაზმა დაივიწყა თავისი საყვარელი ყმაწვილ-კაცური ოცნებები ოცნებები, სიყვარულით გამოწვეული სევდა და სიხარული და 1993 წლის თებერვლიდან მოხალისედ ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-11 ბრიგადის  ,,თეთრი არწივის“ ბატალიონში.მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში,იბრძოდა ოჩამჩირის რაიონში,ლაბრა-ტამიშის მისადგომებთან.1993 წლის ივლისიდან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

დედის მოგონება

              რევაზი ბავშვობიდანვე მკვირცხლი ხასიათით გამოირჩეოდა.კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა მეგობრებში. იყო ზრდილობიანი,წესიერი,პატიოსანი ახალგაზრდა.მგრძნობიარე ხასიათი ჰქონდა,ადამიანს არაფერს აწყენინებდა.სკოლაში კარგად სწავლობდა.გატაცებული იყო სპორტით (კარატე), უყვარდა მუსიკა,ბრწყინვალედ უკრავდა გიტარაზე.გვიკვირდა,ყველაფერს როგორ ასწრებდა.რევაზის დაკარგვის შემდეგ ჩვენთან მოსული მეზობელი ვახტანგ პერანიძე იგონებდა: ,,თქვენ სამსახურში იყავით,ვხედავ,რევაზი დიდი ხანია თამაშობს ბავშვებში.დავუძახე: ,,რევაზ! აქ რომ თამაშობ,ხვალ გამოცდა არა გაქვს? მან მიპასუხა:  ,,გამოცდა კი მაქვს ვახტანგ ბიძია,მაგრამ არ იდარდოთ,მე ყველაფერი კარგად ვიცი,ხუთიანს მივიღებ.საღამოს კიდევ გავიმეორებ ბილეთებსო“.მეორე დღეს ვდარაჯობდი,როდის გამოივლიდა და როგორც კი დამინახა,მომახარა ხუთიანი მივიღეო.ხუთოსანი ბავშვი როგორ არ მინახავს,მაგრამ ასე ძალდაუტანებლად  რომ ყველაფერს ერთდროულად ასწრებდა,ასეთები მართლაც იშვიათია“.

              იშვიათი იყო სტუდენტობის დროსაც.ყველა კარგი საქმის სულისჩამდგმელი,ალბათ ამიტომაც უყვარდათ მეგობრებს და უიმისოდ ვერ ძლებდნენ.მხატვრულ ლიტერატურას და პოეზიას აღმერთებდა.თვითონაც წერდა ლექსებს,ოღონდ უჩუმრად,სხვას არავის აკითხებდა.გავბედავ და რამდენიმეს მოკრძალებით შემოგთავაზებთ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 30.07.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0