სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10669

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გია გუგუშვილი 1952წ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გუგუშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

გია გუგუშვილი 1952წ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

გია გუგუშვილი 1952


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერის კვალიფიკაციით 1977 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის მხატვრის სახლის ნატიფი ხელოვნების განყოფილების გამგედ, საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნად(1988), საქართველოს ფოსტაში "ქართული მარკის" დირექტორად; 2004-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი;


2006-2009წწ. თსსა სრული პროფესორი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; 2013 წელს კონკურსის შედეგად აირჩიეს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრულ პროფესორად; 2014 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად; მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში(ბათუმი), აღმოსავლეთის მუზეუმში(მოსკოვი) კრისტოფ მერიანის ფონდში ბაზელში, ნორტონ დოდჯ მუზეუმში ფილადელფიაში, ასევე ქართულ და უცხოურ კერძო გალერეებში და კოლექციებში. 


წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.63; vandaart.gallery

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ორგანიზაცია "ქართული სული"-ს ჯილდო , ქართულ კულტურაში გაწეული ღვაწლისთვის
  • 2007 - დუბაის არტ-სიმპოზიუმის გამარჯვებული
  • 1994 - სახელმწიფო პრემია
  • 1987 - ოსაკას საერთაშორისო სიმპოზიუმის გამარჯვებული
  • 1986 - ბულგარეთის საერთაშორისო სიმპოზიუმის გამარჯვებული
  • 1984 - მხატვართა საკავშირო გამოფენა(მოსკოვი), გამოფენის საუკეთესო მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.04.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0