სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლადო გუდიაშვილი 1896-1980წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1896-1980 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გუდიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

ლადო გუდიაშვილი 1896-1980წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

ლადო გუდიაშვილი (1896-1980)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1910-1914წწ; პარიზში რონსონის "თავისუფალ აკადემიაში" 1919-1926წწ.

1914-1919 წწ. მუშაობდა ხატვის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში; 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში; 1919 წელს რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი); ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში; 1922-1925წწ. პერსონალური გამოფენები მოაწყო პარიზში; 1926-1932 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას; 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების გამოფენა;


1946 წელს მოხატა ქაშვეთის ეკლესიის კედლები; გამფორმებული აქვს არა ერთი სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის თეატრში; 1934 წელს დაასურათა და გრაფიკულად გააფორმა "ვეფხისტყაოსანი"მას ეკუთვნის ასევე ილუსტრაციები სულხან–საბა ორბელიანის წიგნის "სიბრძნე სიცრუისა"; მისი ნამუშევრებია: "ლეგენდა თბილისის დაარსებაზე" (1946), "ყეენობა თბილისში" (1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "საკადრისი პასუხი" (1945, მხატვრის სახელოსნო), "კოლმეურნეთა ბრიგადის დაბრუნება" (1946, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი), "სიმღერა მშვიდობაზე" (1951), "ბოროტი ოჯახი"(1929, მხატვრის სახელოსნო),"ფლიდი ცოლი" (1944, მხატვრის სახელოსნო), "ახალი და ძველი" (1932, მხატვრის სახელოსნო), "ვეფხის მკურნალი" (1934, მხატვრის სახელოსნო), "მაია სატრფოს მოლოდინში" (1940, მხატვრის სახელოსნო), "საქორწინო განბანა" (1942, მხატვრის სახელოსნო), "ეთერი სარკის წინ" (1940, მხატვრის სახელოსნო) "გოგონები საყვარელ ნაკადულთან" (1943, კერძო კუთვნილება); განსაკუთრებით აღსანიშნავია II მსოფლიო ომის საშინელებისადმი მიძღვნილი გრაფიკული სერია – "საზიზღარი ქვეწარმავალნი" (1942, მხატვრის სახელოსნო), "ჰიტლერის ფანტაზიის კოსმოსური გაფრენა" (1943, მხატვრის სახელოსნო), "აგრესორის ულტიმატუმი" (1942, მხატვრის სახელოსნო).


წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.3.-თბ., 1978.-გვ.294

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველ პოეტთა ჯგუფი "ცისფერყანწელები", წევრი (1914-1918)
  • ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, დამფუძნებელი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1976 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1966 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1950 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.04.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0