სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გიორგი მერჩულე X საუკუნე. მწერალი, სასულიერო პირი, სამცხე-ჯავახეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მერჩულე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

337       ბეჭდვა

გიორგი მერჩულე X საუკუნე. მწერალი, სასულიერო პირი, სამცხე-ჯავახეთი

გიორგი მერჩულეს ცხოვრების წლები განსაზღვრულია მიახლოებით – X ს.; დაბადების თარიღად მიჩნეულია 875–885წწ.;


"მერჩულე" სამართლის სპეციალისტ თეოლოგს, რჯულის მეცნიერს ნიშნავს(პ. ინგოროყვას ვარაუდით). X საუკუნის ქართველი მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი, განსწავლული პიროვნება იყო, იცოდა უცხო ენები, საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას. მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. 951 წელს, აქვე დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიულ-ლიტერატურული წყარო (კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, კირილე სკვითოპოდელისა და სხვათა თხზულებანი). თხზულება განავრცო ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა 958-966 წლებში. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII - IX საუკუნეებში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოდასეთა თავგადასავალს. თხზულებაში გადმოცემულია ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეა. მწერალი ქრისტიანული იდეოლოგიის მტკიცე დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეებს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროა. გიორგი მერჩულე ქართული პროზის დიდოსტატია. მისთვის დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა, ბრწყინვალე მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და უშუალობა. ჩვენამდე მოღწეულია XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი (მიაკვლია ნ. ჩუბინაშვილმა 1845 წელს). 1902 წელს ხელნაწერი აღწერა ნ. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ (Тексты и разискания по армяно-грузинской философии. VII. СПБ. 1911). ლათინურად თარგმნა პ. პეტერსენმა (1923). 1956 წელს დ. ლანგმა გამოაქვეყნა მისი ინგლისური პარაფრაზი. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. 


ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0