მამია ორახელაშვილი ნამდვილი სახელი ივანე ორახელაშვილი (დ.29 მაისი 1881 — გ. 1937) —კავკასიის საბჭოთა სოციალ ფედერაციური რესპუბლიკა მასში შედიოდა საქართველო,
სომხეთი და აზერბაიჯანი და იურიდიულად არსებობდა 1922 წლის 12 III- 1936 წლის 5 XII. მმრათველი IX/ 1926 – VI/ 1929 და 11 XI/ 1931 - 17 X/ 1932 წწ.
ქართველი ბოლშევიკი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. რსდმპ-ის წევრი 1903 წლიდან. 1903-1908 წლებში სწავლობს პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1903 წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1905 წლის რუსეთის რევოლუციის მონაწილე. აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობდა ექიმად კასპიისპირეთის ოლქში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების თავმჯდომარე და რსდმპ(ბ) კომიტეტის თავმჯდომარე. 1917 წლიდან 1920 წლის მაისამდე იყო რსდმპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისა და კავბიუროს წევრი.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921-22 წლებში იყო განათლების სახალხო კომისარი, 1921-1925 წლებში იყო საქართველოს რევკომის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველი მდივანი, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. სსრკ-ს ცკ-ის წევრობის კანდიდატი (1923-1926 წწ.). სკკპ ცკ-ის წევრი (1926-1934 წწ.),. 1931-1932 წლებში ასფსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეა. 1934-1937 წწ. სკკპ-ის ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრი და სსრკ-ის ცენტრალური აღმასკომის წევრი.
1937 წელს გარიცხეს პარტიიდან კონტრევოლუციური საქმიანობის გამო[1]. აპრილში გადაასახლეს ასტრახანში. 26 ივნისს დაპატიმრეს. დახვრიტეს 11 დეკემბერს.
რეაბილიტირებულია 1955 წელს.