სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მიხეილ ვადბოლსკი 1899-1990წწ. მხატვარი, პოლონეთი, ქ. ვარშავა.

1899-1990 წწ. გარდ. 91 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვადბოლსკი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

მიხეილ ვადბოლსკი 1899-1990წწ. მხატვარი, პოლონეთი, ქ. ვარშავა.

მიხეილ ვადბოლსკი (1899-1990)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა.

მხატვრობა შეისწავლა სანქტ-პეტერბურგში, სადაც ბავშვობა გაატარა. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში მოხალისედ ავსტრიელების წინააღმდეგ. 1920 სამოქალაქო ომის დროს ასევე მოხალისედ იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. რუსეთის სამოქალაქო ომმა მთელი მისი ოჯახი შეიწირა, რის შემდეგაც, 1924 წელს თბილისში დასახლდა. მუშაობა დაიწყო მხატვარ-გამფორმებლად. მოღვაწეობდა პოლიტიკური სატირისა და აგიტაციის დარგში. ამავე პერიოდში შექმნა ისტორიულ პირთა პორტრეტები, ქართული ისტორიული საგვარეულოთა გერბები, დროშები, მოიძია ფულისა და ქართული ტანსაცმლის ნიმუშები. ამასთანავე სწავლობდა საჭადრაკო თეორიებს საქართველოში, აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იკვლევდა საკითხს "ჭადრაკი საქართველოში" და სტატიების სახით აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში.


II მსოფლიო ომის დროს დაუბრუნდა პროპაგანდის თემას და ხელმძღვანელობდა თბილისის წითელი არმიის სახლის სატირის ფანჯარას. მან ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული გერბების შექმნის ისტორიას. ქართული ჰერალდიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი წიგნი ჰერალდიკის შესახებ გამოიცა სხვადასხვა სახელწოდებით: "ქართული ჰერალდიკის ალბომი" (1947), "ძველი ქართული ჰერალდიკა და ხეთო-ივერო - ქართველური სიმბოლიკა" (1970), "მასალები ძველი ქართული სიმბოლიკის და ჰერალდიკის საკითხისათვის" (1970), "ქართული ჰერალდიკური სიმბოლიკა" (1980). 2010 საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გამოსცა წიგნი მის შესახებ: "მიხეილ ვადბოლსკი და ქართული ჰერალდიკა". ჰერალდიკის სპეციალისტი, ჭადრაკის ისტორიის მკვლევარი.

წყარო: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1