სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ფელიქს ვარლამიშვილი 1903-1986წწ. მხატვარი, ქუთაისი, იმერეთი.

1903-1986 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვარლამიშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

59       ბეჭდვა

ფელიქს ვარლამიშვილი 1903-1986წწ. მხატვარი, ქუთაისი, იმერეთი.

ფელიქს ვარლამიშვილი (1903-1986)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკის ფაკულტეტსა(1920-1923) და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე(1923-1927).

მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი და ე. ლანსერე. 20-იან წლებში მისი ნამუშევრები გამოიფინა თბილისსა და ქუთაისში. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფელიქს ვარლამიშვილმა თბილისში დაარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა. 1927 წელს გამოიცა იეთიმ-გურჯის კრებული, რომლის ილუსტრაციები ახალგაზრდა მხატვარს ეკუთვნოდა. 1929 წლიდან ცხოვრობდა პარიზში.


1945 წლიდან იყო "შემოდგომის სალონის" ჟიურის წევრი. 1948-1952 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა არგენტინაში. სხვადასხვა დროს პერსონალური გამოფენები მოაწყო საფრანგეთის, აშშ-ს, არგენტინის, იაპონიის, ირანის, ბელგიის სხვადასხვა ქალაქებში. 1987 წელს მხატვრის მიერ ნაანდერძევი 10 ნამუშევარი გადმოეცა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს. გამოფენები მოეწყო თბილისსა (1987) და ქუთაისში (1988). მის ტილოებზე ასახულია საოჯახო, შრომის, თევზაობის, ნადირობის რეალისტური სცენები. ნამუშევრები ხასიათდება მაღალი პროფესიული დონით, ორიგინალური ხედვით, კომპოზიციისა და ფერების დეკორატიული ხასიათით, თბილი კოლორიტით, პოეტური ნაღვლიანი განწყობილებით ("ავტოპორტრეტი", 1924; "მაწვნის გამყიდველი", 1943; "მეთევზეები", 1978). გარდაიცვალა პარიზში, ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. თბილისში არის ფელიქს ვარლამიშვილის სახელობის ქუჩა. ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.177



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0