სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10669

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლეონიდ ვარპახოვსკი 1908-1976წწ. მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი, რუსეთი, ქ. მოსკოვი.

1908-1976 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვარპახოვსკი სია

რუსეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ლეონიდ ვარპახოვსკი 1908-1976წწ. მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი, რუსეთი, ქ. მოსკოვი.

ლეონიდ ვარპახოვსკი (1908-1976)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

სწავლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1931) მუშაობდა მოსკოვის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად და მხატვრად, ამავე დროს იყო კრიტიკოსი. ვ. მეიერჰოლდის თეატრში 1934–31935წწ. დადგა ა. დიუმას "ქალი კამელიებით"; პარალელურად სწავლობდა ვახტანგოვის სახელობის თეატრის სტუდიაში;


1937–1953წწ. მუშაობდა რეჟისორად ალმა-ათისა და მაგადანის თეატრებში, სადაც დადგა ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური" და "სასტუმროს დიასახლისი", ა. სოფრონოვის "მოსკოვური ხასიათი", ა. ოსტროვსკის "შმაგი ფული", ა. ჩეხოვის "თოლია" და სხვ.; 1945–1955წწ. იყო თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის რეჟისორი (ა. ჩეხოვის "თოლია", მ. ბულგაკოვის "ტურბინთა დღეები"); მოღვაწეობდა აგრეთვე კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1956 წელს დაბრუნდა მოსკოვში; 1960 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური სტუდიის «Ленинские горы» რეჟისორი; 1962 წლიდან მოსკოვის მცირე თეატრის რეჟისორი; 1970 წლიდან ვახტანგოვის თეატრის რეჟისორი. დადგმული აქვს მუსიკალური სპექტაკლები და ოპერეტები. 1995 წელს მონრეალში (კანადა) გაიხსნა ლეონიდ ვარპახოვსკის სახელობის თეატრი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.33; georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - რუსეთის სახალხო არტისტი
  • 1964 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0