სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
სოლიკო ვირსალაძე 1909-89წწ მხატვარი, წარმ. თერჯოლა.

1909-1989 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი სალაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

სოლიკო ვირსალაძე 1909-89წწ მხატვარი, წარმ. თერჯოლა.

სოლიკო ვირსალაძე (1909-1989)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხატვრო აკადემია 1931 წელს.

თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მ. თოიძის სტუდიაში, პარალელურად მეცადინეობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში; 1927 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი ი. შარლემანი; 1928-1931წწ. სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტში, ფერწერის ფაკულტეტზე, პედაგოგი ი. რაბინოვიჩი, ნ. შიფრინა; 1930 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში; 1931-1938წწ., 1942-1945წწ., 1947-1951წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; თბილისში დაბრუნების შემდეგ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწარმოები (1963, ზ. ფალიაშვილი "დაისი"); 1937 წელს მიიწვიეს ლენინგრადში, სადაც გააფორმა ა. ბალანჩივაძე-ვ. ჭაბუკიანის ბალეტი "მთების გული" (პირველი ქართული ბალეტი დაიდგა 1937 თბილისში, 1938 ლენინგრადში); 1937-1941წწ., 1945-1962წწ.


იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი მხატვარი; ქართული სპექტაკლები, ოპერები: გრ. კილაძე "ბახტრიონი" (1936), ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (1948 თბილისი, 1950 მოსკოვი), შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა" (1951), ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1953, 1971, ფალიშვილის დაბადების 100 წლის საიუბილეო დადგმა); ქართული ბალეტები: ა. ბალანჩივაძე "მთების გული" (1936 თბილისი, 1938 ლენინგრადი), ა. მაჭავარიანი "ოტელო" (1956); სხვა მუსიკალური დადგმები: დონიცეტი "დონ პასკუალე"1932), ვერდი "ოტელო" (1934), ჩაიკოვსკი "გედების ტბა"(1934), "მძინარე მზეთუნახავი", "მაკნატუნა", გლაზუნოვი "რაიმონდა", პროკოფიევი "კონკია", "რომეო და ჯულიეტა", შოსტაკოვიჩი "ჭანჭიკი", "ოქროს საუკუნე", ხაჩატურიანი "სპარტაკი", ადანი "ჟიზელი" (1948), კრეინი "ლაურენსია" (1948), მინკუსი "დონ კიხოტი" (1943), შოპენი "შოპენიანა" (1942), ჰერტელი "ამაო სიფრთხილე" (1945), პროკოფიევი "ივანე სუსანინი"; მხატვრული კინოფილმები: "ჰამლეტი", "მეფე ლირი"(რეჟისორი გ. კოზინცევი); ფილმ-ბალეტები: "ოტელო"(1960, რეჟისორი ვ. ჭაბუკიანი), "სპარტაკი" (1977, რეჟისორი ვ. დერბენიოვი, რეჟისორ-ბალეტმაისტერი იუ. გრიგოროვიჩი); გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში "ფერის მუსიკა"; მისი სახელი მიენიჭა თბილისის მერიის N1 სამხატვრო სკოლას.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 179; მამულიშვილთა სავანე: თბ.,1994.-, გვ. 151


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1975-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1976 - სსრკ სახალხო მხატვარი
  • 1970 - ლენინური პრემია
  • 1951 - სტალინური პრემია
  • 1948 - სტალინური პრემია
  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 06.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0