ნინო თამამშევა (1905-1971)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს.
ნინო თამამშევას რეალისტური ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი კოლორიტი, ფერწერულობა. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "ქართული სუფრა" (1946), "ბროწეულები" (1947), "ნატურმორტი მამლით" (1954, სამივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); "მწყემსი"(1938), "ოლიმპიადა"("ჩონგურზე დამკვრელები", 1939), "ხალხთა მეგობრობა" ("უკრაინელი კოლმეურნეები სტუმრად ქართველ კლომეურნეებთან", 1941) და სხვ. საქართველოში მოღვაწე სომეხი ფერმწერი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.455
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1966 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი