სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ზურაბ თოთიბაძე 1964წ. ხატმწერი წარმ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თოთიბაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

ზურაბ თოთიბაძე 1964წ. ხატმწერი წარმ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი. დაბ. თბილისი.

ზურაბ გივის ძე თოთიბაძე (დ. 16 თებერვალი, 1964, თბილისი) — ქართველი მხატვარი-ანიმალისტი, გრაფიკოსი და ხატმწერი.ბიოგრაფია


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1989 წელს. 

1983 წელს პირველად იღებს მონაწილეობას გამოფენაში, რომელიც ჩატარდა გამომცემლობა "მერანის" საგამოფენო დარბაზში; სტუდენტობის პერიოდში შექმნილი მისი ორი ნამუშევარი "ჯვრის მონასტერი" და "ბავშვობა" ინახება ქ. საარბრიუკენის მერიის კოლექციაში; 1987-1988წწ. პრაქტიკას გადიოდა პრაღაში და ვარშავაში, ხოლო სადიპლომო ნამუშევრის დაცვამდე კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა კრაკოვში, მოსკოვში, ლენინგრადში, რიგაში და იურმალაში პროფესორ კოკა იგნატოვის ხელმძღვანელობით; 1988 წელს მონაწილეობას იღებს მოსკოვის კრემლის, ხარების სახელობის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია გლაზუნოვი;


სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობას იწყებს საქართველოს დიზაინისა და ერგონომიკის ინსტიტუტში, გრაფიკის სტუდიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; ამის პარალელურად, მუშაობს ფერწერაში და დაზგურ გრაფიკაში, აფორმებს საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილს"; 1993 წელს მისი ხელნაწერი და ილუსტრირებული ორი პოემა "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში" და "ორი ქართველი" ზურაბ კალანდაძის თაოსნობით გამოიცა ჰოლანდიაში. 1989 წელს მონაწილეობს მსოფლიო კარიკატურისტთა ყოველწლიურ კონკურსში სტამბოლში, რომელიც ტარდება აიდნა დოვგანის სახელობის კარიკატურის მუზეუმში; შესულია მსოფლიო კარიკატურისტთა კატალოგში; 1994 წელს მონაწილეობას იღებს მოსკოვში გამართულ ალექსანდრე პუშკინისადმი მიძღვნილ ბიენალე "პუშკინიადაში", სადაც მის მიერ დასურათებულმა ხელნაწერმა წიგნმა მიიღო პირველი ადგილი და იმავე წელს იქნა გამოცემული; 2000 წელს მისი მეთაურობით იქმნება ჟურნალი "მონადირე", რომელიც პირველი ქართული ბეჭდური გამოცემაა ამ თემატიკასთან დაკავშირებით; საქართველოს მონადირეთა კავშირისთვის შექმნილი აქვს არაერთი პლაკატი, კატალოგი, სიგელისა თუ დიპლომის მაკეტი; 2003 წელს გამოიცა ოტია იოსელიანის წიგნი "კოკა წყალზე ტყდება", რომელიც მთლიანად გააფორმა ზ. თოთიბაძემ; იმავე წელს გამოიცა მის მიერ ილუსტრირებული ერიჰ კესტნერის "ტყუპთა ოინები"; შექმნილი აქვს უამრავი ეტიკეტები და სასაქონლო ნიშნები ღვინისთვის, კონიაკისთვის, ლიმონათისთვის და ფარმაკოლოგიისთვის; 2000 წელს "ზულის" ქარხნის დირექტორისთვის შექმნა სანადირო ვაზნის "ჰუბერშტუსის" სარეკლამო პლაკატი; მუშაობდა არქიტექტურულ კომპანია "ფრონტონში", რომელსაც გია ქინქლაძე ხელმძღვანელობდა; ამავე პერიოდში მან გააფორმა თბილისში მდებარე გერმანული ლუდის რესტორან "შტუტგარტის" ინტერიერი; 2004 წლიდან აქტიურად მუშაობს ხატწერაში და ქმნის და ანახლებს ეკლესიებისთვის ქართულ ხატებს; მხატვარი-ანიმალისტი, გრაფიკოსი და ხატმწერი.


წყარო: თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

ბიბლიოგრაფია

დიდოსტატის მარჯვენა : გიორგი I-ის ეპოქა : კონსტანტინე გამსახურდიას რომანის "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენას" მიხედვით : ადაპტირებული ტექსტი (ილუსტრატორი). - თბილისი, პალიტრა L, 2014. - 18გვ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0