სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10669

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მახარბეკ თუღანოვი 1880-1952წწ. ეთნოლოგი, მკვლევარი, მხატვარი, პუბლიცისტი, ჩრდილოეთ ოსეთი, სოფელი დურ-დური.

1880-1952 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თუღანოვი სია

რუსეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

მახარბეკ თუღანოვი 1880-1952წწ. ეთნოლოგი, მკვლევარი, მხატვარი, პუბლიცისტი, ჩრდილოეთ ოსეთი, სოფელი დურ-დური.

მახარბეკ თუღანოვი (1880-1952)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დურ-დური, ჩრდილოეთ ოსეთი.

დაამთავრა ვლადიკავკაზის რეალური სასწავლებელი 1898 წელს. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1907 წლიდან მიუნხენის ა. აჟბეს სტუდიაში.

1930 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში (ცხინვალი). იყო თბილისში დაფუძნებული ოსური გაზეთ "ნოგ ცარდი"("ახალი ცხოვრება") ერთ-ერთი დამაარსებელი და აქვე გამოუშვა მისი პირველი ნომრები. 1943–1952 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს წევრი.


მხატვრულად გააფორმა ნართული ეპოსი, თქმულება ამირანზე, ოსური ხალხური ზღაპრები და ა. შ. 1900 წელს შექმნა ილუსტრაცია ("ტარიელის და ჯიქის შერკინება"), რომელიც შესულია "ვეფხისტყაოსნის" ადაპტირებულ რუსულ გამოცემაში (სანქტ-პეტერბურგი; 1901) მასვე ეკუთვნის კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის პორტრეტი (1937). მახარბეკ თუღანოვის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1935, 1956, 1962). იგი ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ოსეთისა და კავკასიის ხალხის ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, ნართული ეპოსის, ხალხური შემოქმედების ისტორიის და სხვადასხვა დარგში. 1947 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში თვალსაჩინო დამსახურებისთვის. დაბადების წელი: 1880 ან 1878). გარდაიცვალა ქ. ორჯონიკიძეში (ახლანდელი ვლადიკავკაზი). ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო მხატვარი (1946).

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1932-1952)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო , წევრი (1943-1952)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, პრეზიდიუმის წევრი (1934-1950)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1940 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0