სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გოგი ლაზარაშვილი 1946წ. მხატვარი, პედაგოგი. დაბ. ქ. თბილისი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ლაზარაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

გოგი ლაზარაშვილი 1946წ. მხატვარი, პედაგოგი. დაბ. ქ. თბილისი

გოგი ლაზარაშვილი 1946


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი 1969 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი) 1976 წელს.

1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი; საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი; ფერწერის სექციის თავმჯდომარე; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 



1976 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: მირზაანში (1985), თბილისსა და მოსკოვში (1989); ჰუნგენში (1991), ჰანოვერსა და თბილისში (1994), მიუნჰენში (ბოდო შნიდსის გალერეა, 1996), აისბერგენში (გალერეა "შპიგელ", 2002); პეტერს-ჰაგენში (კულტურის ცენტრი, 2006). მიღებული აქვს თბილისის მხატვართა საერთაშორისო არტფესტივალის ორი: III (1999) და I (2001) პრემიები. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში, ტრეტიაკოვის გალერეაში (რუსეთი), საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ფინეთში, კანადაში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, იაპონიაში, ირანში, ისრაელში, უნგრეთში, თურქეთში, ქუვეიტში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში. საიალქნო სპორტის ოსტატი, მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.281; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0