ევგენი ლანსერე (1875-1946)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. პავლოვსკი, რუსეთი.
რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, ცნობილი მოქანდაკე ე. ა. ლანსერეს შვილი. განათლება მიიღო ჯერ სამხატვრო სკოლაში (1892-1896), შემდეგ პარიზში ფ. კოლაროსისთან და რ. ჟიულიანასთან (1896-1899). იყო გაერთიანება "მირ ისკუსტვას"("Мир искусства") წევრი და გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი. 1920–1934წწ. ცხოვრობდა თბილისში. დიდი როლი ითამაშა ქართველ მხატვართა რამდენიმე თაობის აღზრდაში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. 1922–1934წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1927 წლიდან ფერწერის ფაკულტეტის დეკანი.
მონაწილეობდა მცხეთის, დავითგარეჯის, შიომღვიმის ექსპედიციებში; იმოგზაურა აჭარაში, სვანეთში. 1937 წელს შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით შექმნა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ჩანახატები. ნამუშევრები: "თბილისი, მეტეხი" (1937), "თბილისი, ძველი უბანი", "თბილისი სანაპირო" (ორივე 1932). ე. ლანსერე ქართული მონუმენტურ-დეკორაციული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელია(პანო, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ინტერიერი). არის საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის თანაავტორი(იოსებ შარლემანთან ერთად). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.619
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია