სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ფარნა ლაპიაშვილი 1917-1994წწ გარდ. 77 წლის მხატვარი, პედაგოგი, დაბ. სოფ. მირზაანი, დედოფლისწყარო, კახეთი.

1917-1994 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ლაპიაშვილი სია

დედოფლისწყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ფარნა ლაპიაშვილი 1917-1994წწ გარდ. 77 წლის მხატვარი, პედაგოგი, დაბ. სოფ. მირზაანი, დედოფლისწყარო, კახეთი.

ფარნა ლაპიაშვილი (1917-1994)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემია 1941 წელს.

მისი პირველი გაფორმებული სპექტაკლი იყო  ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი" გორის დრამატულ თეატრში 1940 წელს.  ფ. ლაპიაშვილს გაფორმებული აქვს 108 დრამატული, საოპერო, საბალეტო და მუსიკალური კომედიის სპექტაკლი. ქართული სპექტაკლები, მათ შორის, ბალეტები: დ. თორაძე "გორდა" (1949, პრემიერა), დ. თორაძე "მშვიდობისათვის" (1952, პრემიერა), ფ. ღლონტი "განთიადი" (1967, პრემიერა); ოპერები: ა. ბუკია "არსენა"(1958, პრემიერა), ო. თაქთაქიშვილი "მინდია" (1961, პრემიერა); მუსიკალური კომედიები: შ. მილორავა "საყვარელი დისშვილი" (1955, პრემიერა), "სიმღერა თბილისზე" (1958, პრემიერა, 1969, II რედაქცია), "უცნაური სტუმრები"(1960, პრემიერა), ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" (1959, პრემიერა), ა. ჩიმაკაძე "მაია წყნეთელი"(1985, პრემიერა); სხვა სპექტაკლები: ვერდი "ოტელო" (1979, თბილისი), სოფოკლე "ანტიგონე" (1965, კიევი, 1968, ლენინგრადი), გუცკოვი "ურიელ აკოსტა" (1967, კიევი), ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"(1967, კიშინიოვი, თბილისი); სპექტაკლები თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრში: სოფოკლე "ოიდიპოს მეფე" (1956), შექსპირი "ჰამლეტი"(1960), ნახუცრიშვილი "ფიროსმანი" (1962); სპექტაკლები თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში: ჯაფარიძე "ჟამთაბერის ასული" (1945), გოთუა "დავით აღმაშენებელი" (1946),


კასონა "ხეები ზეზეულად კვდებიან"(1957), შილერი "დონ კარლოსი" (1970), სპექტაკლები ქუთაისის თეატრში: ვაჟა–ფშაველა "მოკვეთილი" (1958), კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი" (1959). ფ. ლაპიაშვილს აგრეთვე გაფორმებული აქვს კინოფილმები: "ქეთო და კოტე"(1948, ი. სუმბათაშვილთან ერთად), "მაგდანას ლურჯა" (1955, ი. სუმბათაშვილთან და სხვებთან ერთად), "ცისკარა"(1955, ი. სუმბათაშვილთან ერთად), "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" (1965), "მიიღეთ გამოწვევა სინიორებო" (1982), "ცხოვრება დონ კიხოტის და სანჩოსი" (1989), "ზმანებანი აღლუმებს შორის" (1989) და სხვა. აღსანიშნავია ხელოვანის პედაგოგიური მოღვაწეობაც. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდნენ მხატვარ - დეკორატორების მთელი თაობები. 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგი, თეატრალურ–დეკორაციული სახელოსნოს ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 279; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.61-63; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.org;  gza.kvirispalitra.ge


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1966 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    დ. თორაძის ბალეტ "გორდას"მხატვრობისათვის

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 11.03.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0