სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიორგი მაისურაძე 1817-85წწ გარდ. 68 წლის. მხატვარი, ქართული პორტრეტული ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი; დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, კახეთი.

1817-1885 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მაისურაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

გიორგი მაისურაძე 1817-85წწ გარდ. 68 წლის. მხატვარი, ქართული პორტრეტული ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი; დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, კახეთი.

გიორგი მაისურაძე (1817-1885)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წინანდალი.

დაამთავრა პეტერბუგის სამხატვრო აკადემია 1844 წელს.

ქართული პორტრეტული ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი; 1835 წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ორი წლის მანძილზე სწავლობდა ხატვას; 1837 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში კარლ ბრიულოვის სახელოსნოში; იყო პირველი ქართველი და პირველი კავკასიელი, რომელიც სწავლობდა და დაამთავრა პეტერბუგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია; სწავლის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა ქუთაისში; მუშაობდა ქუთაისის გიმნაზიაში; იგი იყო ნიკო ნიკოლაძის, ნიკო მარის, აკაკი წერეთლის, ბესარიონ ღოღობერიძის, გრიგოლ აბაშიძის ხატვის მასწავლებელი; მისი ნამუშევარი "ალექსანდრე ბაგრატის ძე ბაგრატიონის" პორტრეტი წაღებული იყო მოსკოვის ხელოვნების დეკადაზე; ნამუშევრები: ავტოპორტრეტი(აკვარელი), ალექსანდრე ბაგრატის ძე ბაგრატიონის ძის(ზეთი, 1839),


ალექსანრე გარსევანის ძე ჭავჭავაძის(ზეთი), სალომე ივანეს ასული ჭავჭავაძის(ზეთი), ივანე იაკობის ძე ჭავჭავაძის(ზეთი), ნიკოლოზ გიორგის ძე აბულაძის(ზეთი), ქალიშვილების ელისაბედის და ოლიმპიადას, გიორგი შერვაშიძის და მიხეილ შერვაშიძის, ა. ჭავჭავაძის ქალიშვილების ნინოს და ეკატერინეს, კონსტანტინე დადეშქელიანის, რაფიელ ერისთავის, ივანე კერესელიძის, დავით დადიანის და სხა გამოჩენილ პიროვნებათა პორტრეტები, "იყალთოს აკადემიის ხედი"; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების და ზუგდიდის მუზეუმებში; ხატმწერი, ნაპოვნია მხოლოდ სამი ხატი: სახე უფლისა, იოანე მახარობელი, ლომისის წმინდა გიორგი; ისინი დიღმის წმინდა გიორგის საყდარში კანკელზე იყვნენ მოთავსებული; 1856 წლის 26 აგვისტოს გ. მაისურაძე დაჯილდოვებული იქნა მანიფესტით: მუქი ბრინჯაოს მედლით, წმინდა ანდრია პირველი მოციქულის ლენტზე სახსოვრად ოსმალეთთან წარმოებული ომისა 1853-1856 წლებში; იყო პეტერბურგში თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ შექმნილი ქართველოლოგიის წრის წევრი და ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა ძველ ხელნაწერთა შეგროვებას, გადაწერასა და მხატვრულ გაფორმებაში; სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) ფუნქციონირებს გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი. პირველი ქართველი მხატვარი რეალისტი.

წყარო: mwvanekvavila.blogspot.com


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველოლოგიის წრე (პეტერბურგი), წევრი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 03.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0