სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლადო მალაზონია 1900-1985წწ. მხატვარი, ოზურგეთი გურია.

1900-1985 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მალაზონია სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ლადო მალაზონია 1900-1985წწ. მხატვარი, ოზურგეთი გურია.

ლადო მალაზონია (1900-1985)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ახალდაარსებული თბილისის სამხატვრო აკადემია 1924 წელს.

1911 წელს მიაბარეს სასწავლებლად ოზურგეთის სასწავლებელში. სასწავლებლიდან ის სხვა მოსწავლეებთან ერთად გარიცხეს 1917 წელს კედლიდან ნიკოლოზ II-ის ფოტოს ჩამოგდებისთვის. ერმილე და იტა ნაკაშიძეებმა მალაზონია თბილისში წაიყვანეს. ის მათთან 1921 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ილია და ნინო ნაკაშიძეებთან გადავიდა.


 ნინო ნაკაშიძემ იცოდა ლადოს მისწრაფება მხატვრობისადმი და ის სასწავლებლად გენრიხ გრინევსკის მიაბარა. მალაზონიამ და მისმა თანამოაზრეებმა ანტონ ქუთათელაძემ, შალვა მამალაძემ და სხვებმა სწავლას სტუდიური მუშაობაც შეუთავსეს და 1918-1919 წლებში ელბაქიძის დაღმართზე, მზარეულ გაბრიჩიძის სახლში (N21) ჩამოაყალიბეს სტუდია. ახალგაზრდებმა სტუდიის კედელი მოხატეს, რაც ისე მოსწონებია სახლის მეპატრონე გაბრიჩიძეს, რომ მათთვის ბინის ქირა აღარ გამოურთმევია. სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე დაბრუნდა ოზურგეთში და დაიწყო მუშაობა ოზურგეთის დრამატული თეატრის მთავარი მხატვრის თანამდებობაზე. 1925 წელს მან პერსონალური გამოფენა მოაწყო. მისი სურათების გამოფენა, რომელიც ოზურგეთში გაიმართა იყო პირველი სამხატვრო გამოფენა გურიაში. 1934 წელს მოეწყო მისი ნაწარმოებების მეორე გამოფენა. 1942-1945 წლებში იყო თეატრის დირექტორი და მთავარი მხატვარი. 1968 წელს თბილისში მისი მესამე გამოფენა გაიმართა. ცნობილია გურიისა და ოზურგეთის პეიზაჟებით. მეტწილად მუშაობდა აკვარელის საღებავითა და გუაშით. მისი პეიზაჟები ისტორიულ-ეთნოგრაფიული მნიშვნელობისაა. მალაზონიას ნახატები დაცულია საქართველოს სახვითი ხელოვნების ფონდსა და ოზურგეთის მუზეუმში. 2013 წელს ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_მალაზონია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0