სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლეონიდე მამალაძე 1910-1982წწ. არქიტექტორი, მოქანდაკე, მხატვარი, აზერბაიჯანი, ქალაქი შემახა.

1910-1982 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მამალაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

ლეონიდე მამალაძე 1910-1982წწ. არქიტექტორი, მოქანდაკე, მხატვარი, აზერბაიჯანი, ქალაქი შემახა.

ლეონიდე მამალაძე (1910-1982),


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქალაქი შემახა, აზერბაიჯანი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1936 წელს.

1936-1940წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში; მხატვრად მუშაობდა კინოსტუდიებში: "ქართული ფილმი"(1941-1946) და "მოსფილმი"(1946-1951). 1951-1954წწ. იყო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის საქართველოს სსრ პავილიონის მთავარი მხატვარი, 1954 წლიდან ისევ "ქართული ფილმის" მხატვარი, 1967-1971წწ. ამავე სტუდიის მთავარი მხატვარი. პარალელურად, 1958 წლიდან, საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის  მიღწევათა გამოფენის მთავარი  მხატვარ-არქიტექტორი. ნამუშევრები: მონუმენტები "გონების აღმაფრენა"(1960-1961), "შემოქმედება" (1971, ორივე გამოფენის ტერიტორიაზე), საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონი ქ. მოსკოვში(პროექტი, 1960, გ. ლეჟავასთან ერთად). გააფორმა კინოფილმები: "გიორგი სააკაძე"( 1-2 სერია, 1943, რ. მირზაშვილთან და მ. გოცირიძესთან ერთად), "დავით გურამიშვილი" (1946, ქ. ლებანიძესთან და ა. უტკინთან ერთად), "ფიცი"(1946), "სტალინგრადის ბრძოლა" (1-2 სერია, 1949), "ოთარაანთ ქვრივი"(1958), "აბეზარა" (1956), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1956), "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "შეხვედრა მთაში" (1966), "ტარიელ გოლუა" (1968) და სხვ.


წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.393; ქართული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • სკკპ , წევრი (1954-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ფილმის ''სტალინგრადის ბრძოლა'' (1-2 სერია) გაფორმებისთვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


მამალაძე - გვარის 16 ღვთისმსახური

1 0

ამირან მამალაძე გურამის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. ბართული შუახევი აჭარა

5 0


იორამ მამალაძე 1911-1966წწ. მხატვარი, ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


შალვა მამალაძე 1895-1963წწ მხატვარი, დაბ. სოფ.ხევი ჩოხატაური გურია

1 0


ძმები იესე, გიორგი, გაბრიელ (ბუღარა) ოტიას ძე მამალაძე 1800-იანი წლები სახალხო გმირი სოფ. ხევი, (ბუქსიეთი) ჩოხატაური

2 0