სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გელა მანჯავიძე 1958წ. მხატვარი. წარმ. ზესტაფონი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მანჯავიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

74       ბეჭდვა

გელა მანჯავიძე 1958წ. მხატვარი. წარმ. ზესტაფონი.

გელა მანჯავიძე 1958


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1980 წელს, "მხატვრის სახლის" შემოქმედებითი სახელოსნო 1985 წელს.


არის ავტორი ნამუშევრებისა: "გადადებული პარტია", "ორი კაბა", "მაგიდის ქვეშ", ტრიპტიქი "გენერლის ოჯახი","ორი მეგობარი", "კომპოზიცია" (1980-1995). 1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში: "მხატვრის სახლი" (თბილისი, 1985); საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნების (მოსკოვი, 1987); სახვითი ხელოვნების რეტროსპექტივა - 80-იანელები, "მხატვრის სახლი" (თბილისი, 1987); "ქართული სკოლა", დრუოს აუქციონი (პარიზი, 1990), გალერეა "არდიექსი" (თბილისი, 1990); მუნიციპალური თეატრის ჰოლი (ლუქსემბურგი, 1990); სამი ქართველი მხატვრის (სიეტლი, ჩიკაგო, ტაკომა, პარიზი 1990); "ქართული ხელოვნება" ფრანსკომტე (ტურინი, 1993); "STEINER HAUS" (ბონი, 1994); (კუვეიტი, 1994); გალერეა "ორიენტი" (თბილისი, 1994); გალერეა "TMS" (თბილისი, 1995); ორი მხატვრის - "GALERIE SEIDEL AM" (კიოლნი, 1996); ხელოვნების ფესტივალი "აფროდიტე" (სალონიკი, 1996); გალერეა "ორიენტი" (თბილისი, 2004). მიღებული აქვს პრიზი თბილისის საერთაშორისო საშობაო ფესტივალზე (1996). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში; საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის კერძო კოლექციებში. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.306; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1983-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 16.01.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


მანჯავიძე - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0

გიორგი მანჯავიძე დ.1998წ. ახალგ. ევროპის პრიზიორი კრივი ფოთი სამეგრელო

1 1

0 2 1