თეიმურაზ ლანჩავა დაიბადა 1947 წელს ქალაქ ქუთაისში.
ნოველების პირველი კრებული "ჩემი მხიარული მოწყენილობა" 1974 წელს გამოსცა. ავტორია 40-მდე პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: "ამბავი სიზმრის აბლაბუდიდან", "საიდან მოდიხარ, სიყვარულო", "ზამთრის თეთრი მერცხლები", "ჩამქრალი ვულკანი", "ბედნიერი ხარ უსასრულობით", "გარდასულ დღეთა უსასრულობა", "ჩემი სიკვდილის სინათლე", "მიასვენებენ ქარები ფოთლებს" და სხვა. გამოცემული აქვს ნაწარმოებების ორტომეული, ოთხტომეული, რჩეული ლექსების ერთტომეული და სხვა. 1989 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რედაქტორობს მწერალთა და ხელოვანთა გაზეთ "უქიმერიონს" (ქუთაისი). მინიჭებული აქვს "ქართული კულტურის რაინდის", "ხელოვნების ქურუმის" წოდება, საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის ლიტერატურული პრემია, ხოლო 2017 წელს რუსეთის მწერალთა კავშირის მოსკოვის ორგანიზაციამ გადასცა ა. პუშკინის სახელობის პრემია და დააჯილდოვა ოქროს მედლით. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საზოგადოება "ქუთაისელი", პრეზიდენტი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ტბელ აბუსერიძის სახელობის პრემია
- მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემია
- ოთარ მამფორიას სახელობის პრემია
- ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია (ოქროს მედალი)
- გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
- ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
- ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
- დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ჩემი სიკვდილის სინათლე : მოთხრობები, რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 415გვ.
- ერთი ნაბიჯი ზღაპრამდე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1989. - 266გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012710/