მიხაილ ლაკერბაი დაიბადა 1901 წელს გულრიფშს რაიონის სოფელ მერხეულში.
მისი თხზულებები 1919 წლიდან იბეჭდებოდა. 1921-1925წწ. აფხაზეთის გაზეთის ''აფსნი ყაფშის'' თანარედაქტორი იყო. 30-იანი წლებიდან იღწვოდა აფხაზეთის დრამატურგიის განვითარებისათვის (პიესები ''გეჩების შთამომავალი'', 1939; ''აბიდა'', 1940; ''დანაყაი'', 1946-1947; ''საუცხოო შენადნობი'', 1955 და სხვა). მას ეკუთვნის აგრეთვე ნარკვევები, კინოსცენარები, ლიბრეტოები. წვლილი მიუძღვნის ომისშემდგომი აფხაზური პროზის განვითარებაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა სხარტმა, იუმორითა და ეროვნული კოლორიტით აღსავსე ნოველებმა, რომლებშიც წარმოგვიდგება აფხაზი ხალხის წარსული და აწმყო.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.112
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1961 - აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
- ბზის ჯოხი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1968. - 123გვ.
- ალამისის სიმღერა : ნოველები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება,, 1965. - 243გვ.
- აფხაზური ნოველები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1960. - 235გვ.
- აფხაზური თეატრის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1957. - 80გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007966/