ალგრედ კურელა დაიბადა 1895 წელს პოლონეთის ქალაქ ოდერის ბჟეგში.
1918 წ.ლიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამავე წელს შეხვდა ლენინს; 1934-1954წწ. ცხოვრობდა სსრკ-ში; ავტორია წიგნებისა: ''გზა ლენინისაკენ'' (1967), ''მე ვცხოვრობ მოსკოვში''(1947); 1928 წლიდან მას საქართველოსთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა; 3 წელი ცხოვრობდა აფხაზეთში, სოფელ ფსხუში; თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, ი. ნონეშვილის ლექსები; დაწერა კ. გამსახურდიას ''დიდოსტატის მარჯვენის'' გერმანული გამოცემის ბოლოსიტყვაობა(მცირე შემოკლებით დაიბეჭდა გაზ. ''ლიტერატუტულ საქართველოში'', 1967, N46); 1956 წელს გამოსცა დასურათებული ალბომი ''მშვენიერი კავკასია'". ა. კურელას ცხოვრების ეპიზოდს ასახავს გ. რჩეულიშვილის მოთხრობა ''სიკვდილი მთაში''. გერმანელი მწერალი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.80
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო პალატა, დეპუტატი
- გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი (1957-)
- გერმანიის კომუნისტური პარტია (1918-)
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007880/