სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ქეთი მატაბელი 1953წ მხატვარი, პედაგოგი, დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მატაბელი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

ქეთი მატაბელი 1953წ მხატვარი, პედაგოგი, დაბ. ქ. თბილისი.

ქეთი მატაბელი 1953


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1978 წელს.

1981-1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფერწერის პედაგოგი, თბილისის მხატვრის სახლის რესტავრატორი. არის ავტორი ფერწერული სერიისა "ძველი თბილისი" (1984). გაფორმებული აქვს ქუთაისის დრამატული თეატრის სპექტაკლი "დონ ქრისტეფორე დე კასტელის ალბომი" (რეჟისორი ნ. გაგნიძე, 1995); რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა "აქ მატარებლებს თეთრად ათოვს" (ანდრე მორუა, რეჟისორი მ. სურმავა, 1996); ტელესპექტაკლი "რაინერ მარია რილკეს პოეზია" (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, რეჟისორი მ. სურმავა, 1994); წიგნი "ეროვნული ღირსებისათვის" (2001). მონაწილეობდა გამოფენებში: "არტ მანეჟი" (მოსკოვი, 1997); "არტ მესე" (გერმანია, 1999); თბილკრედიტბანკი (თბილისი, 2001); არტ სალონი (ლონდონი, 2002); პარიზი (2003), გერმანია (2003, 2004), ვენა (2005), თბილისი (2005), პარიზი (2014), ლონდონი (2015), თელავივი (2015), ვარშა (2015). 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში; საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის კერძო კოლექციებში. ფერმწერიგრაფიკოსიკოლაჟების და ასამბლაჟების ავტორი. ფესტივალ "ქართული სულის" სპეციალური ჯილდოს მფლობელი (2015). 


წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.312; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.gemcs.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2013 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1